პრეზიდენტმა ბრაზილიის საგარეო საქმეთა მინისტრი ღირსების ორდენით დააჯილდოვა
პოლიტიკა - 14:14, 16 Nov, 2017     902

პრეზიდენტმა ბრაზილიის საგარეო საქმეთა მინისტრი ღირსების ორდენით დააჯილდოვა. გიორგი მარგველაშვილმა საქართველოში ვიზიტით მყოფ ალოისიო ნუნეს ფერეირა ფილიოს სახელმწიფო ჯილდო პრეზიდენტის სასახლეში პირადად გადასცა.

საქართველოს პრეზიდენტმა ღირსების ორდენი ბრაზილიის ფედერაციული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს საქართველოს მიმართ გამოხატული განსაკუთრებული თანადგომისათვის, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტისა და საქართველო-ბრაზილიის ურთიერთობის გაღრმავების საქმეში შეტანილი წვლილისათვის გადასცა და განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა საქართველოს მხარდაჭერისათვის.

"განსაკუთრებული მადლობა მინისტრს იმ როლისთვის, რომელსაც ის თამაშობს საერთაშორისო არენაზე საქართველოს მნიშვნელობის და საქართველოს პრობლემატიკის წარმოჩენისა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკის გამყარების მხარდაჭერაში. მიგვაჩნია, რომ ეს არ არის მხოლოდ საქართველოს პრობლემა. ეს გლობალური სტაბილურობის წინაპირობაა, რომ ყველა ასე ერთგულად ვემსახუროთ საერთაშორისო ურთიერთობების ცივილურ ღირებულებებს.

ჩემთვის დაუვიწყარია რიოში გატარებული დღეები. ბრაზილიის გარემო და სულისკვეთება ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა ჯილდოს გადაცემისას.

დაჯილდოების შემდეგ საქართველოს პრეზიდენტსა და ბრაზილიის ფედერაციული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს შორის შეხვედრა გაიმართა, რომელზეც აღინიშნა, რომ საქართველო დაინტერესებულია ბრაზილიასთან ურთიერთობების გაღრმავებით.

შეხვედრისას საუბარი შეეხო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებას და არაღიარების პოლიტიკის მნიშვნელობას.

საქართველოს პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა ალოისიო ნუნეშ ფერეირა ფილიოს ბრაზილიის მიერ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე და შეუქცევადი მხარდაჭერისათვის.

შეხვედრას, რომელსაც ესწრებოდნენ, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი დავით რაქვიაშვილი, პოლიტიკური მდივანი ფიქრია ჩიხრაძე, საპარლამენტო მდივანი ანა დოლიძე და პრეზიდენტის მრჩეველი ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებში კახა კოჟორიძე. ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების შესახებ და ტურიზმის სფეროში ურთიერთობის დინამიკის ზრდაზე, განათლების სფეროში ურთიერთობების გაღრმავებაზე ისაუბრეს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42