ევროპის საბჭოსა და ევროკავშირის ერთობლივი ანგარიშის თანახმად, პენიტენციურ ჯანდაცვის მიმართულებით მნიშვნელოვანი შედეგებია მიღწეული
პოლიტიკა - 14:07, 16 Nov, 2017     863
პენიტენციურ სისტემაში, პენიტენციური ჯანდაცვის მიმართულებით, მნიშვნელოვანი პროგრესი ფიქსირდება - ამის შესახებ ევროპის საბჭოსა და ევროკავშირის ერთობლივი პროექტის - „ადამიანის უფლებები და ჯანდაცვა საქართველოს ციხეებსა და დახურული ტიპის სხვა დაწესებულებებში“ ანგარიშშია აღნიშნული. ამ მხრივ, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მიღწევებს დადებითად აფასებენ, როგორც პროექტის ხელმძღვანელობა, ასევე, სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლები.

პროექტის - „ადამიანის უფლებები და ჯანდაცვა საქართველოს ციხეებსა და დახურული ტიპის სხვა დაწესებულებებში II” აქტივობათა შეფასების მე-3 ანგარიში სამეთვალყურეო საბჭოს შემაჯამებელ შეხვედრაზე განიხილეს, რომელშიც ევროპის საბჭოსა და ევროკავშირის, ასევე, პროექტში ჩართული უწყებების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. ანგარიში პროექტის ფარგლებში 2016 წლის 1 აპრილიდან 2017 წლის 31 ოქტომბრის ჩათვლით განხორციელებულ აქტივობებს და მიღწეულ შედეგებს მოიცავს.

პენიტენციური სისტემის მიმართულებით, ანგარიშში მიღწევებს შორის აღნიშნულია, რომ პროექტის ფარგლებში, შემუშავდა ციხეებში ჯანდაცვის მომსახურების ხარისხის კონტროლისა და უზრუნველყოფის დანერგვის სამწლიანი სამოქმედო გეგმა; ჯანდაცვის სფეროს ხელმძღვანელი პირების 95%-ს უტარდება სწავლება ციხეებში ჯანდაცვის მენეჯმენტის შესახებ და ისინი აღჭურვილნი არიან თანამედროვე ცოდნითა და უნარებით.

პენიტენციური ჯანდაცვის სერვისების ხელმისაწვდომობისა და ეფექტიანობის გაუმჯობესების მიზნით, სასჯელაღსრულების სამინისტრო საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობასა და პროექტების განხორციელებას მომავალშიც განაგრძობს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42