"არის კარგი თამადა“ - კალაძე ,,სულიკო კედელაშვილთან“ დაკავშირებით გადაწყვეტილებას არ ცვლის და მერიის უსაფრთხოებას აბარებს
პოლიტიკა - 12:30, 16 Nov, 2017     4160
თბილისის მერიის უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პოსტზე ნუგზარ ჭონქაძის, იგივე სულიკო კედელაშვილის შესაძლო დანიშვნასთან დაკავშირებით, ოპოზიციის მხრიდან წამოსულ კრიტიკას კახა კალაძემ უპასუხა. მისი თქმით მას კედელაშვილის წარსულთან კითხვები არ აქვს და დარწმუნებულია, რომ ის დაკისრებულ მოვალეობას თავს წარმატებით გაართმევს. როგორც კალაძემ ჟურნალიტებთან აღნიშნა, ნუგზარ ჭონქაძე, წლების განმავლობაში მისი ბანკის უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელიც იყო:

„ნუგზარ ჭონქაძეს მინდა წარმატებები ვუსურვო, უსაფრთხოების სამსახური ძალიან მნიშვნელოვანი სამსახურია და დარწმუნებული ვარ რომ ის თავს გაართმევს.“- განაცხადა კალაძემ.

ჟურნალისტის კითხვას გეგმავს თუ არა გადაწყვეტილების გადახედვას კალაძემ კითხვითვე უპასუხა:

„რატომ? რა დააშავა ამ ადამიანმა? რა წარსული აქვს ამ ადამიანს? წლების განმავლობაში მუშაობდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში, საფინანსო სამსახურში, წლების განმავლობაში იყო პროგრეს ბანკის უსაფრთხოების ხელმძღვანელი, რომელ წარსულზე მელაპარაკებით? არის ჩოხოსანი, არის კარგი თამადა.“- განაცხადა კალაძემ.

კალაძემ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" კრიტიკასაც უპასუხა და მათ ენმ-ს მმართველობის დრო შეახსენა.

“საინტერესოა, ჩვენ ვისმენთ ბრალდებებს და შენიშვნებს იმ ადამიანებისგან, რომლებსაც სისხლში აქვთ ხელი ამოსვრილი, წლების განმავლობაში ეს ადამიანები აუპატიურებდნენ ცოცხებით, ვარდებით დაიწყეს და ცოცხებით დაამთავრეს. მე არ მიყვარს გასულ წლებზე საუბარი, ხალხი ელოდება მომავლში განვითარებას იმას, რომ მნიშვნელოვანი პროექტები განხორციელდება, თუმცა მიწევს შეხსენება, იმ ცხრაწლიან პერიოდზე, როდესაც მიხეილ სააკაშვილი ბობოქრობდა ჩვენს ქვეყანაში უხერხულია ეს ადამიანები ჰომოფობიურ განცხადებებზე იძლეოდნენ შენიშვნებს.” – განაცხადა კახა კალაძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42