ცნობისთვის, პრემიერმინისტრის გადაწყვეტილებით, საგარეო დაზვერვის და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურების გაერთიანდება.
"დაბალი კონტროლის სისტემის პირობებში დაზვერვის, კონტრდაზვერვის საგამოძიებო, მოსმენების ფარული საქმიანობის ერთი ქოლგის ქვეშ თავმოყრა რისკების მატარებელია. უახლეს წარსულში საქართველოს კონსტიტუციაში იყო ჩანაწერი, რომლითაც აკრძალული იყო სპეცსამსახურებისა და საპოლიციო სტრუქტურების გაერთიანება. წინა ხელისუფლების დროს, ამ ნორმის ქვეყნის მთავარი დოკუმენტიდან ამოღებით (შინაგან საქმეთა სამინისტროში გაერთიანდა ყველა ძალოვანი, მათ შორის უშიშროების სამინისტრო) რაც მივიღეთ ყველამ ვიცით. თავისთავად ეს მაგალითი საუკეთესო სახელმძღვანელო იყო დღევანდელი ხელისუფლებისთვის არ გაემეორებინა იგივე შეცდომა და იგივე რისკები არ გაეჩინა პირველ რიგში საკუთარი თავისთვის.
ცნობისთვის, 2012 წლის შემდეგ, საქართველოს ატლანტიკური საბჭოს გუნდმა მნიშვნელოვანი კვლევა აწარმოა და მისი ერთ-ერთი რეკომენდაცია გახლდათ 1012-14 წლებში, ჯერ კიდევ შენარჩუნებული შსს-დან სპეციალური ფუნქციების გამოყოფა და კონტროლის მექანიზმების შექმნა. იმდროინდელი შს მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ცოცხალი და ხელისუფლება თავით არ თმობდა ამ გაყოფას. 2014 წელს კი ნატოს გენერალური მდივნის მოადგილის უშუალო მოწოდების შემდეგ, რომ ნატო არამხოლოდ დააკვირდებოდა, არამედ ჩართული იქნება საპოლიციო, ე.წ საგამოძიებო სპეციალური ფუნქციების, სასამართლო და პროკურატურის რეფორმების განვითარების პროცესში, ხელისუფლებამ მყისიერად მიიღო გადაწყვეტილება სუს-ი გამოყოფილიყო ცალკე.
დღეს კი პრაქტიკულად იგივე პროცესს იწყებს ხელისუფლება, როცა საგარეო დაზვერვის და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურების გაერთიანება ხდება. პრაქტიკულად გარკვეულწილად მოდიფიცირებულია ნაციონალური მოძრაობის დროინდელი შს სამინისტროს მაგვარ სტრუქტურას ემსგავსება ეს ყველაფერი, თუმცა იმდროინდელი შინაგან საქმეთა სამინისტრო პასუხისმგებელი მაინც იყო მინისტრთა კაბინეტის წინაშე, მთავრობაში შედიოდა შესაბამისად პრემიერისა და პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებული იყო. ანუ ზედამხედველობის მინიმალური მექანიზმები არსებობდა. დღეს კი უსაფრთხოების სამსახური არავის წინაშე არ არის ვალდებული, მეტსაც გეტყვით, სუსი, როგორც სახელმწიფო ინსტიტუტი მხოლოდ და მხოლოდ მთავრობის წინაშეა ვალდებული. ამ ცვლილებით პოლიტიკური პასუხისმგებლობაც შეიძლება ჰაერში იყოს გამოკიდებული იმის გათვალისწინებით, რომ მთავრობაც კოლექტიური ორგანოა, რადგან ქვორუმებით გავლების მოხდენა აქავ რჩება კიდევ ვიმეორებ - დაბალი კონტროლის პირობებში ეს გადაწყვეტილება არ არის გონივრული და არ წაადგება ჩვენი სპეცსამსახურებისასდმი ნდობას, მათ რეპუტაციას და ბევრ კითხვებს გააჩენს როგორც ქვეყნის შიგნით ასევე მის ფარგლებს გარეთ ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან და მხარდამჭრებთან ეს კითხვები არის რომელიც ჯერ-ჯერობით ინტენსიურად არ ისმის მაგრამ არის"- თქვა ალაფიშვილმა.
კონსტიტუციონალისტისგან რადიკალურად განსხვავებული მოსაზრება დააფიქსირა „ნიუპოსტთან“"სპეცსამსახურების საქმიანობაზე საზოგადოებრივი კონტროლი -საქართველოს ცენტრის" თავმჯდომარემ ბესო ალადაშვილმა.
ექსპერტი პრემიერის ინიციატივას მიესალმება.
"საგარეო დაზვერვა ერთ-ერთი სტრუქტურა, იყო, რომლის ეფექტიანობა ძალიან ბევრ კითხვის ნიშანს აჩენდა, იმ საბიუჯეტო ხარჯებიდან რასაც ეს სამსახური იღებდა. საგარეო დაზვერვა ძირითადად ღია წყაროების ანალიზით იყო დაკავებული, სხვა ოპერატიული მუშაობა ქვეყნის გარეთ კითხვის ნიშნის მატარებელია.
არაეფექტიანი ერთი სტრუქტურა, რომელსაც როგორც ოპერატიული ასევე ოპერატიულ-ტექნიკური, და უზრუნველყოფის დანაყოფები ჰქონდა გააერთიანეს მეორე სპეც.სამსახურთან. ამ ეტაპზე აქ მე საფრთხეს ვერ ვხედავ. ჩვენი ქვეყნის ტერიტორია, საკადრო და ფინანსური რესურსები არ გვაძლევს იმის საშუალებას, რომ გამართული და ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების თემებზე ეფექტიანად მომუშავე საგარეო დაზვერვის სტრუქტურა/ საგარეო დაზვერვის შინაარსობრივი და სტრუქტურული რეორგანიზაცია უნდა მოხდეს"- აღნიშნა ექსპერტმა.
მასალის გამოყენების პირობები






