კახა კალაძემ თბილისის მერიის სამსახურების ახალი ხელმძღვანელები დაასახელა
პოლიტიკა - 15:25, 15 Nov, 2017     2831

თბილისის მერმა კახა კალაძემ საქალაქო სამსახურების ხელმძღვანელობის კანდიდატები წარადგინა.

„პირველ რიგში, მინდა, თითოეულ თქვენგანს, ვინც დამხვდით და განაგრძობთ საქმიანობას, მადლობა გადაგიხადოთ მუშაობისთვის და ვიმედოვნებ, რომ ჩვენი თანამშრომლობა მეტად უფრო ნაყოფიერი იქნება, ახლებს კი გისურვებთ წარმატებულ დასაწყისს და ზოგადად, პროდუქტიულ საქმიანობას თქვენს სამსახურებში“ - ასე მიმართა დედაქალაქის მერმა თბილისის მთავრობის განახლებულ შემადგენლობას.

კახა კალაძის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ საქალაქო სამსახურების საქმიანობა იყოს ეფექტური და თვალსაჩინო თითოეული თბილისელისთვის, არსებული გამოწვევების დასაძლევად კი საჭიროა ერთობლივი და კოორდინირებული მუშაობა.

„თბილისის სწორი განვითარება დგას ჩემი, თქვენი, თითოეული თანამშრომლის პროფესიონალიზმზე, მონდომებაზე და რაც მთავარია სურვილზე - ვემსახუროთ თბილისს. პირველ რიგში, მოვითხოვ თითოეული სამსახურის მუშაობის გამჭვირვალობას და მაქსიმალურ კომუნიკაციას საზოგადოებასთან - თბილისელებმა უნდა იცოდნენ თქვენი საქმიანობა, რას აკეთებთ კარგად, ან რა უნდა გააკეთოთ უფრო კარგად, რა არის დასახვეწი ან რაში გჭირდებათ საზოგადოების გვერდში დგომა. ჩვენ მოსახლეობის მაქსიმალური ჩართულობა უნდა მოვახერხოთ დედაქალაქზე ზრუნვის პროცესში,“- აღნიშნა კახა კალაძემ დედაქალაქის მერიაში გამართულ ბრიფინგზე.

თბილისის მერის განცხადებით, საათის მექანიზმივით აწყობილმა სისტემამ მერიის ეფექტური მუშაობა უნდა განაპირობოს. კახა კალაძემ მთავრობის ახალ შემადგენლობას მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა.

თბილისის მერიის სამსახურების ხელმძღვანელების ახალი შემადგენლობა:

ქალაქ თბილისის მერიის ადმინისტრაცია - ვლადიმერ ჭიღლაძე

იურიდიული საქალაქო სამსახური - სერგო ბირკაძე

საფინანსო საქალაქო სამსახური - გაიოზ თალაკვაძე

ზედამხედველობის საქალაქო სამსახური - გიორგი ბაგრატიონი

ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახური - გელა ჩივიაშვილი

კულტურის საქალაქო სამსახური - სოფიო ხუნწარია

განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახური - ირაკლი გვილავა

ტრანსპორტის საქალაქო სამსახური - მამუკა მუმლაძე

ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახური - გიგა გიგაშვილი

შესყიდვების საქალაქო სამსახური - გიორგი პაპავა

კეთილმოწყობის საქალაქო სამსახური - გივი კუბლაშვილი

უსაფრთხოების საქალაქო სამსახური - ნიკოლოზ ჭონქაძე

ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახური - ანდრია ბასილაია





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42