განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა - EMIS-ი უქმდება - ცვლილებები განათლების შესახებ კანონში
პოლიტიკა - 15:16, 15 Nov, 2017     2184
„ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილები შედის. კანონპროექტი სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ლიკვიდაციას ითვალისწინებს, რომლის უფლებამონაცვლედ განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო განისაზღვრა. ინიციატორმა - საქართველოს მთავრობამ - კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა ითხოვა, რადგანაც სალიკვიდაციო სამუშაოების დასრულება 2018 წლის 1 იანვრამდეა დაგეგმილი.

“აღნიშნული განპირობებულია იმ გარემოებით, რომ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემას ისეთი ფუნქციები აღარ აქვს, რომელიც მის საჯარო სამართლის იურიდიულ პირად არსებობას აუცილებელს გახდიდა, რამდენადაც მიმდინარე წლიდან განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მიერ განხორციელდა იმ მომსახურების სახელმწიფო შესყიდვა, რომელსაც წინა წლებში თავისი ადამიანური რესურსის საშუალებით ახორციელებდა”, – აღნიშნულია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.

EMIS-ი ცალკე სტრუქტურად 2012 წლიდან ჩამოყალიბდა. ახლადშექმნილი სსიპ-ის ძირითადი მიზანია თანამედროვე ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების განვითარებისა და ახალი ელექტრონული მართვის სისტემების შექმნის გზით, განათლების სისტემის მხარდაჭერა იყო. 2012 წლამდე EMIS-ი სამინისტროს შემადგენლობაში შედიოდა





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42