კაპანაძემ ყურადღება არსებულ ეკონომიკურ გამოწვევებზე და სამთავრობო ხარჯების შემცირების აუცილებლობაზე გაამახვილა.
„ტრადიციულად გვესმის თავის ქება და მოწონება, მაგრამ სულ ცოტა ხანი მინდა დაგაბრუნოთ რეალობაში. ალბათ ნახეთ დღეს ტაბლოებზე გამოქვეყნებული ლარის კურსი თუ არა და გეტყვით რომ დოლარზე 2.71 იყო ევროზე 3, 21. ეს ყველაზე მაღალი კურსია მას შემდეგ რაც ლარი ჩვენი ეროვნული ვალუტაა. ეს თქვენი ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში მოხდა, სამწუხაროდ.
ზოგადად, მთავრობის ხარჯების შემცირება ძალიან კარგი ნაბიჯია, მაგრამ თქვენს მიერ დაანონსებულ ცვლილებებთან დაკავშირებით ბევრი კითხვა დაგროვდა. მაგ. ჩვენ აქამდე არ მოგვისმენია რა რაოდენობის ხარჯის შემცირებას აპირებს მთავრობა და ეს შემცირებული ხარჯი ვის მოხმარდება? თუ სამინისტროების მექანიკური გაერთიანება მოხდა და ხარჯები არ შემცირდა, აზრი არ აქვს ცვილილება. პირველ რიგში უნდა აღმოფხვრათ შემთხვევები როცა მაღალჩინოსნები წელიწადში 36-ჯერ და 41-ჯერ იღებენ დანამატს.
თქვენ გეგმავთ, რომ სუსს ბიუეჯეტი კვლავ გაუზარდოთ და ახლა უკვე საგარეო დაზვერვაც გადააბაროთ. ყოველწლიურად უფრო და უფრო მეტ ძალაუფლებას აძლევთ ამ ინსტიტუტს რაც შეცდომაა”- აღნიშნა კაპანაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






