სახალხო დამცველი „ციანიდის საქმეში" არსებულ დარღვევებზე საუბრობს - უჩა ნანუაშვილმა მონიტორინგის ანგარიში გამოაქვეყნა
პოლიტიკა - 12:41, 15 Nov, 2017     1076

სახალხო დამცველმა ე.წ. „ციანიდის საქმის“ მონიტორინგის ანგარიში გამოაქვეყნა, სასამართლო პროცესების მონიტორინგისა და საქმის გამოძიების მასალების შესწავლის შემდგომ მომზადებულ დოკუმენტში ომბიდსმენი მიმოიხილავს ე.წ. „ციანიდის საქმის “ პროცესუალურ ხარვეზებს. ამასთან, სახალხო დამცველი კიდევ ერთხელ ადასტურებს პატივისცემას სასამართლოს ინსტიტუციის მიმართ და არ განიხილავს გიორგი მამალაძის ბრალეულობისა და მტკიცებულებათა შეფასების საკითხს, რაც მხოლოდ მოსამართლის კომპეტენციას განეკუთვნება.

ე.წ. „ციანიდის საქმემ“ 2017 წელს მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი გამოიწვია, თუმცა გამოძიება და სასამართლო პროცესები საზოგადოებრივი კონტროლის გარეშე წარიმართა. სახალხო დამცველის აპარატი ერთადერთი ნეიტრალური ორგანო იყო, რომელმაც სასამართლო პროცესის მონიტორინგი განახორციელა.

სახალხო დამცველის შეფასებით, იმის მიუხედავად, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ სასამართლო სხდომები არსებითი საპროცესო ხარვეზების გარეშე წარმართა, შეუძლებელი გახდა გამოძიების პროცესში დაშვებული დარღვევების გამოსწორება, რამაც გადამწყვეტი გავლენა მოახდინა სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებაზე.

სახალხო დამცველმა უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევად შეაფასა სახელმწიფო ხელისუფლების სხვადასხვა წარმომადგენელთა მიერ გიორგი მამალაძესთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებები. გარდა ამისა, საჯარო პირთა წინასწარმა განცხადებებმა ხელი შეუწყო, გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანამდე ბევრად ადრე, შექმნილიყო საზოგადოებრივი განწყობა გიორგი მამალაძის დამნაშავეობასთან დაკავშირებით.

დაცვის მხარე არათანაბარ პირობებში ჩააყენა ადვოკატებისათვის გაუთქმელობის ვალდებულების დაკისრებამ, რაც სახალხო დამცველის შეფასებით, არ ემსახურებოდა საპროცესო კანონმდებლობით განსაზღვრულ მიზნებს და ზედმეტი და არასაჭირო შეზღუდვა იყო ბრალდებულისათვის. მხარეთა თანასწორუფლებიანობის დარღვევა უფრო თვალსაჩინო იყო იმ ფონზე, როცა საქართველოს მთავარი პროკურატურა ასაჯაროებდა საქმეში არსებულ მთავარ მტკიცებულებებსა და მოწმეთა ვინაობას.

თბილისის საქალაქო და სააპელაციო სასამართლოებმა დაცვის მხარეს დაუსაბუთებლად არ მისცეს აეროპორტის ვიდეოჩანაწერების მოპოვების საშუალება, რაც საქმისთვის მნიშვნელოვანი ნეიტრალური მტკიცებულება იქნებოდა. ხოლო, პროკურატურის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შედეგად, დაცვის მხარეს მოესპო შესაძლებლობა ჩაეტარებინა საქმისთვის ასევე განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე რამდენიმე ექსპერტიზა.

ამ და სხვა ხარვეზების გამო, გამამტყუნებელ განაჩენში არ არის განხილული რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი, მტკიცების ტვირთი გადატანილია ბრალდებულზე და მტკიცებულებათა შეფასებისას გონივრულად წარმოშობილი ეჭვი ბრალდებულის საწინააღმდეგოდაა გადაწყვეტილი, რაც ეწინააღმდეგება კონსტიტუციას.

სახალხო დამცველის თქმით, ის გააგრძელებს ე.წ. „ციანიდის საქმის“ სასამართლო პროცესის მონიტორინგს თბილისის სააპელაციო სასამართლოში, პარალელურად კი იმედოვნებს, რომ პროკურატურის მიერ აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით დაწყებული სხვა გამოძიებები მიუკერძოებლად და ეფექტიანად წარიმართება.

საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42