რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა "სოკარ ჯორჯია გაზი"-ს წარმომადგენლებს შეხვდა
პოლიტიკა - 11:22, 15 Nov, 2017     959
რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა ,,სოკარ ჯორჯია გაზის“ აღმოსავლეთ რეგიონის დირექტორ მიხეილ სამხარაულსა და კომპანიის სხვა წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრას ა(ა)იპ ,,რუსთავის კორპუსის’’ და ქალაქის ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლები, ასევე, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის თავმჯდომარეები ესწრებოდნენ. მხარეებმა ბუნებრივ აირზე მომუშავე გამათბობლების უსაფრთხოებასა და ზამთრის სეზონის დადგომამდე, პრევენციული ღონისძიებების გატარებაზე ისაუბრეს.


2016-2017 წლის შემოდგომა-ზამთრის პერიოდში, რუსთავში ნახშირჟანგით ინტოქსიკაციის საგანგაშო სტატისტიკა დაფიქსირდა. 2017 წლის 1-ლი თებერვლიდან 5 მარტის ჩათვლით, მხუთავი აირით მოწამვლის 120 შემთხვევა იყო რეგისტირებული. ეს მაჩვენებელი, წინა წელთან შედარებით, საგრძნობლად იყო გაზრდილი, რადგან, 2016 წლის ანალოგიურ პერიოდში, (1ლი თებერვალი-5 მარტი) ინტოქსიკაციის 52 შემთხვევა იყო დაფიქსირებული. 2016 წლის შემოდგომიდან, 2017 წლის მარტის ბოლომდე, ნახშირჟანგით ინტოქსიკაციის შედეგად, რუსთავში 11 ადამიანი გარდაიცვალა. საგანგაშო სტატისტიკიდან გამომდინარე, რუსთავის მერიისა და ,,სოკარ ჯორჯია გაზის“ წარმომადგენლებმა ერთობლივი საინფორმაციო კამპანია აწარმოეს და საცხოვრებელ კორპუსებში, უსაფრთხოების ნორმების დარღვევით დამონტაჟებული წყლის გამათბობლების შემოწმებაც დაიწყეს. შემოწმებული 7582 გამათბობლიდან, 4 683 არასწორად, კუსტარულად იყო დამონტაჟებული. მიმდინარე წლის ოქტომბერ-ნოემბერში, რუსთავში უკვე დაფიქსირდა ნახშირჟანგით ინტოქსიკაციის რამდენიმე შემთხვევა, თუმცა, ლეტალური შედეგით არცერთი მათგანი არ დასრულებულა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42