Freedom House-ის შეფასებით, საქართველო ინტერნეტ სივრცის თავისუფლების ხარისხით ევროპის წამყვან ქვეყნებს უტოლდება
პოლიტიკა - 12:00, 15 Nov, 2017     997
Freedom House-ის მიერ 2017 წლის შეფასებით, საქართველოში ინტერნეტ სივრცის თავისუფლების მიხედვით, საქართველოს პოზიცია საუკეთესოა კავკასიისა და ცენტრალური აზიის რეგიონში. 100 ქულიანი შეფასების სისტემის მიხედვით, სადაც 100 ქულა სრულიად არათავისუფალს, ხოლო 0 ქულა სრულიად თავისუფალს ნიშნავს საქართველოს 24 ქულა მიენიჭა. ცნობისთვის, ორგანიზაციის შეფასების სისტემით, 0 ქულა საუკეთესო, 100 კი ყველაზე ცუდი შედეგია.

ანგარიშში საქართველო ინტერნეტ სივრცის თავისუფლების მიხედვით „თავისუფალი ინტერნეტ სივრცის“ მქონე ქვეყნის სტატუს ფლობს. ამასთან, სარეიტინგო ქულის მიხედვით საქართველო უსწრებს ფართო რეგიონის ყველა ქვეყანას, მათ შორის აზერბაიჯანს (58 ქულა), სომხეთს (32 ქულა), რუსეთს (66 ქულა), თურქეთს (66 ქულა), უკრაინა (45 ქულა), ბელორუსი (64 ქულა) და სხვა.

ინტერნეტ სივრცის თავისუფლების შეფასებით საქართველო ასევე უსწრებს ისეთ განვითარებულ ქვეყნებს როგორიცაა; საფრანგეთი, იტალია, სინგაპური, უნგრეთი და სხვა.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს შეფასება ინტერნეტის თავისუფლების ხარისხის თვალსაზრისით მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა ბოლო წლების განმავლობაში კერძოდ, 2009 წელს შეფასების ქულა 43-ს, 2012 წელს 30-ს ხოლო 2017 წელს 24-ს შეადგენს და მიმდინარე წლის ამ მაჩვენებლით საქართველო უთანაბრდება (იმავე ქულა ან უმნიშვნელოდ მაღალი ქულა აქვს) ისეთ ქვეყნებს, როგორიცაა; ავსტრალია (21 ქულა), გერმანია (20 ქულა), გაერთიანებული სამეფო (24 ქულა), იაპონია (23 ქულა) და სხვა.

Freedom House-ის ანგარიშში აღნიშნულია, რომ საქართველოში ინტერნეტ სივრცის თავისუფლების თვალსაზრისით მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ინტერნეტ სივრცეზე წვდომის გაზრდილმა მაჩვენებელმა, მათ შორის, მობილური ინტერნეტის საშუალებით. აღსანიშნავია, რომ აღნიშნული განაპირობა მაღალი სიჩქარის მქონე მობილური LTE ინტერნეტის განვითარებამ, რომლის შესაბამისი სრული ინფრასტრუქტურის ფორმირება საქართველოში 2014-2015 წლებში განხორციელდა. ასევე მნიშვნელოვანია ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმწოდებელი კომპანიის რეგისტრაციისა და ავტორიზაციის შედარებით მარტივი მექანიზმი, რომელიც ქვეყანაში ფუნქციონირებს.

ანგარიშში ასევე ხაზგასმით არის აღნიშნული, რომ სახელმწიფოს მხრიდან არ მიმდინარეობს ინტერნეტ სივრცის ცენზურა და ინტერნეტის შემცველობა ხდება უფრო დივერსიფიცირებული, ხოლო სოციალური მედიის გამოყენება როგორც კერძო ასევე საჯარო სექტორის მხრიდან დღითიდღე იზრდება. აქვე აღნიშნულია ერთიან ელექტრონულ პლატფორმაზე სახელმწიფო სერვისების ინტეგრაციის პროცესი, რომელიც წარმატებით მიმდინარეობს. ამ კუთხით განსაკუთრებით აღსანიშნავია ბიზნეს სახლის პროექტი, რომელიც წარმატებით მიმდინარეობს და მიზნად ისახავს ერთი ფანჯრის პრინციპით როგორც ფიზიკურ ასევე ელექტრონულ სივრცეში 600-ზე მეტი სახელმწიფო სერვისის მიწოდებას კერძო სექტორისათვის, რაც ასევე არსებითად გააუმჯობესებს საქართველოს შეფასებას შესაბამის კომპონენტში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42