თავდაცვის მინისტრი ამერიკელ სენატორს ლინდსი გრეიემს შეხვდა
პოლიტიკა - 11:20, 15 Nov, 2017     935
საქართველოს თავდაცვის მინისტრი ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტს განაგრძობს. ვიზიტის მეორე დღე ლევან იზორიამ აშშ-ის სენატში შეხვედრით დაიწყო. თავდაცვის უწყების ხელმძღვანელს საბიუჯეტო ქვეკომიტეტის თავმჯდომარემ, სენატორმა ლინდსი გრეიემმა უმასპინძლა.

შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და აშშ-ის შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის გაძლიერების საკითხები განიხილეს. ლევან იზორიამ ამერიკელ სენატორს თავდაცვის სფეროში განხორციელებული და მიმდინარე რეფორმების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა. შეხვედრაზე სენატორმა გრეიემმა კიდევ ერთხელ დაადასტურა მიმდინარე რეფორმების მტკიცე მხარდაჭერა და სურვილი გამოთქვა, კვლავ ესტუმროს საქართველოს და ადგილზე გაეცნოს მიღწეულ პროგრესს. თავდაცვის მინისტრმა ლინდსი გრეიემს ქართველი ხალხის და თავდაცვის უწყების სახელით მადლობა გადაუხადა იმ მზარდი ფინანსური მხარდაჭერისთვის, რომელსაც საქართველო ამერიკის შეერთებული შტატებისგან იღებს.

„განსაკუთრებით წელს და მომავალ წელს ეს იქნება მასშტაბური დახმარება, რომელიც მიზნად ისახავს ჩვენი ერთობლივი ძალისხმევით რეგიონში სამაგალითო, ნატოს სტანდარტების შესაბამისი სასწავლო მომზადების ცენტრის ჩამოყალიბებას ვაზიანის სამხედრო ბაზაზე, რაც ასევე, ითვალისწინებს ნატოს სტანდარტების შესაბამისი აღჭურვილობის შეძენას 9 ბატალიონისთვის და ეს პროცესი უკვე დაწყებულია, ასევე, შემდგომი სამი წლის განმავლობაში ჩვენი შეიარაღებული ძალების მომზადებას ტერიტორიული თავდაცვის ამოცანების შესასრულებლად. პარალელურად, ჩვენ ვრჩებით ერთგული იმ საერთაშორისო ვალდებულებების, რომელიც აღებული გვაქვს ავღანეთში, მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. ეს ორი კომპონენტი, როგორც საერთაშორისო მისიებში ჩვენი აქტიურობის, ასევე ადგილზე მაქსიმალური, ნატოს სტანდარტების შესაბამისი წვრთნებისა და შეფასების განხორციელებისა, იქნება მომავალ წლებში უზრუნველყოფილი იმ მასშტაბური დახმარებით, რომელსაც ვიღებთ აშშ-სგან,“ - განაცხადა ლევან იზორიამ.

აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში თავდაცვის მინისტრი უკვე შეხვდა ამერიკელ კოლეგას ჯეიმს მატისს. დაგეგმილია შეხვედრა თეთრ სახლში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველთან ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელთან ჰერბერტ რაიმონდ მაკმასტერთან.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42