ანგარიშს ევროდეპუტატები ლაიმა ანდრიკიენე და კნუტ ფლეკენშტეინი წარმოადგენენ.
დებატებში მონაწილე დეპუტატების უმრავლესობამ მხარი დაუჭირა აღმოსავლეთ პარტნიორ ქვეყნებთან ურთიერთობებში ახალ ეტაპზე გადასვლას. გამომსვლელებმა რეფორმების გატარების კუთხით საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვას მნიშვენლოვან პროგრესს გაუსვეს ხაზი.
საუბარი იყო საქართველოსა და სხვა ქვეყნებში არსებულ კორუფციაზეც.
ევროპარლამენტარი იანუშ კორვინ-მიკკე კორუფციის დაძლევაში მიხეილ სააკაშვილის როლზე საუბრობს.
"აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამაში სხვადასხვა ქვეყანაა გაერთიანებული. ზოგიერთ მათგანში, მაგალითად საქართველოსა და ბელარუსში კორუფცია მცირე დოზით არსებობს. თუმცა აქ არის ისეთი ქვეყნები სადაც კორუფცია ძალიან არის გავრცელებული. მაგალითად უკრაინასა და მოლდოვაში. თითქმის შეძლო კორუფციის მოთოკვა საქართველოში. ეს მიხეილ სააკაშვილია, რომელიც ახლა უკრაინაში იმყოფება. ვთვლი, რომ კარგი იქნებოდა, თუკი მას უკრაინაში კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში დავეხმარებით,"- განაცხადა იანუშ კორვინ- მიკკემ.
ლაიმა ანდრიაკინემ კი სიტყვით გამოსვლისას, აღნიშნა, რომ ევროპარლამენტმა პრინციპით -"გააკეთე მეტი და მიიღე მეტი უნდა იმუშაოს.
"აღმოსავლეთ პარტნიორობა ევროკავშირისთვის მნიშვნელოვანი პოლიტიკური კურსია. ჩვენ უნდა ვუზრუნველჰყოთ, რომ ის ეფექტური და შედეგის მომტანი იყოს. ბრიუსელის სამიტი მომავალზე უნდა იყოს გათვლილი, უნდა შეიტანოს ახალი დინამიკა აღმოსავლეთ პარტნიორობისთვის, თუკი სამიტზე სიახლეები სიმცირე იქნება, ეს იმაზე მიანიშნებს, რომ ევროკავშირს არ შეუძლია გაუმკლავდეს მის წინაშე არსებული გამოწვევებს. ჩვენს რეკომენდაციებში ევროკავშირს კონკრეტულ ნაბიჯების გადადგმას ვთავაზობთ. ვფიქრობ, პარტნიორების მიმართ დიფერენცირებული მიდგომაა საჭირო. უნდა ვიმოქმედოთ პრინციპით – გააკეთე მეტი და მიიღე მეტი,"- განაცხადა ევროპარლამენტის დეპუტატმა,
ევროპარლამენტარმა რებეკა ჰარმსი კი თვლის, რომ ევროკავშირი უნდა დაეხმაროს აღმოსავლეთ პარტნიორ ქვეყნებს გაყინული კონფლიქტების გადაწყვეტისა და რუსეთისთვის წინააღმდეგობის გაწევის საკითხში.
"ჩვენს პარტნიორებს რეფორმების გატარებისას მძიმე ვითარებაში უწევთ მუშაობა და ჩვენ არ ვუადვილებთ მათ ამოცანას. მე მოვუწოდებ სამიტს, დავაფასოთ მათი დემოკრატიისკენ მისწრაფება, დავტოვოთ ევროკავშირის კარი ღია. პუტინი მუშაობს, რომ ამ ქვეყნების მიერ მიღებულ თავისუფალ გადაწყვეტილებებს წინ აღუდგეს. ამ ქვეყნებს ოკუპაციისა და ანექსიის, ასევე ეგრედ წოდებული "გაყინული კონფლიქტების" გადაწყვეტის საკითხში უნდა დავეხმაროთ და პუტინის შეტევისთვბის წინააღმდეგობის გაწევის საშუალება მივცეთ,"- განაცხადა რებეკა ჰარმსმა.
მასალის გამოყენების პირობები






