"სამხრეთ ოსეთი რუსეთის მნიშვნელოვანი პარტნიორი და მოკავშირეა"- პუტინი საოკუპაციო რეჟიმის დახმარებას აგრძელებს
პოლიტიკა - 09:34, 15 Nov, 2017     1403

რუსეთის პრეზიდენტი საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენელს ანატოლი ბიბილოვსსამხრეთ ოსეთის სუვერენულ-დემოკრატიულ სახელმწიფოდ ჩამოყალიბებაში დახმარებას დაჰპირდა. შეხვედრა ნოვო-ოგარევოს რეზიდენციაში გაიმართა.

პუტინი ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. პრეზიდენტს ფინანსურ დახმარებასაც შეჰპირდა, ამასთან გუშინდელი შეხვედრის შემდეგ გაირკვა, რომ მოსკოვი მომავალშიც გააგრძელებს ოკუპირებული რეგიონის სასაზღვრო და სამხედრო უსაფრთხოების უზრუნველყოფას.

“სამხრეთ ოსეთი რუსეთის მნიშვნელოვანი პარტნიორი და მოკავშირეა. რუსეთი მხარს უჭერს სამხრეთ ოსეთს დემოკრატიულ და სუვერენულ სახელმწიფოდ ჩამოყალიბებას და ხელს უწყობს მისი საიმედო უსაფრთხოების უზრუნველყოფას. რა თქმა უნდა ჩვენ ვეხმარებით რესპუბლიკის სოციალურ ეკონომიკურ განვითარებას. მინდა ავღნიშნო, რომ რუსეთი მომავალშიც გააგრძელებს რესპუბლიკის განვითარებისთვის რესურსების გამოყოფას, ამ მიზნით უკვე მომზადდა 2018-2019 წლების ახალი საინვესტიციო პროგრამა. რა თქმა უნდა გავცვალეთ პოზიციები აქტუალური რეგიონული პრობლემების შესახებ, შევთანხმდით უფრო მჭიდრო კოორდინაციაზე, რომ წინააღმდეგობა გავუწიოთ გამოწვევებს და იმ საფრთხეებს, რომლებიც რეგიონის უსაფრთხოებას ემუქრება. ასევე გავაგრძელებთ უფრო მჭიდრო თანამშრომლობას ტერორიზმთან და ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის კუთხით,”-განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.

ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებლებისთვის რუსეთის მოქალაქეობის მინიჭების გამარტივების საკითხი დასვა შეხვედრაზე თავად ბიბილოვსაც.

„ბოლო პერიოდში სამხრეთ ოსეთსა და რუსეთს შორის ასამდე შეთანხმება გაფორმდა. დღეს ჩვენს სახელმწიფო უწყებებში და სამინისტროებში კიდევ რამდენიმე მნიშვნელოვანი შეთანხმება მუშავდება, რომლებსაც უახლოეს მომავალში მოეწერება ხელი. ეს ეხება რუსეთის მოქალაქეობის მიღების გამარტივებას და ასევე სამხრეთ ოსეთის მოქალაქეებისთვის რუსეთის ტერიტორიაზე უვადოდ ყოფნისსაკითხს. ყველა ეს შეთანხმება ხელს უწყობს სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის სოციალურ ეკონომიკური შემადგენლის განვითარებას,“-განაცხადა ანატოლი ბიბილოვმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42