რუსული "კაგებე"-ს ანალოგი - ოპოზიცია საგარეო დაზვერვის უსაფრთხოების სამსახურთან გაერთიანებას აკრიტიკებს
პოლიტიკა - 18:08, 14 Nov, 2017     1964
მთავრობის გადაწყვეტილებით, საგარეო დაზვერვა უსაფრთხოების სამსახურთან უნდა გაერთიანდეს - ფაქტს ოპოზიციაში აპროტესტებენ.

უსაფრთხოების და საგარეო დაზვერვის სამსახურების ნაცვლად ქვეყანა მიიღებს რუსული "კაგებე"-ს ანალოგს - ეს მოსაზრება "ნაციონალურ მოძზარობას" ეკუთვნის.

„ერთადერთი მსგავსი სტრუქტურა, რომელიც მახსენდება, ანუ როდესაც შიდა დაზვერვა და საგარეო დაზვერვა არის ერთ ქუდს ქვეშ, ანუ გაერთიანებული ეს იყო უსაფრთხოების კომიტეტი, ანუ ე. წ. "კაგებე". მსგავსი პრეცედენტი არ არსებობს დაზვერვის ინსტიტუტებში, როდესაც ორი ერთმანეთის დამბალანსებელი ინსტიტუტი გაერთიანებულია ერთი სტრუქტურის ქვეშ,“ - განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ხატია დეკანოიძემ.

ენმ-ს შეფასებით, სუს-ის ისედაც ძლიერი გავლენები კიდევ უფრო იზრდება და ახალი უწყება ქვეყნის საგარეო უსაფრთხოების ნაცვლად, პოლიტიკური ოპონენტების საქმიანობას გააკონტროლებს.

„თავისუფალ დემოკრატების“ თავმჯდომარე თამარ კეკენაძე აცხადებს, რომ პრემიერმინისტრმა ამ გადაწყვეტილებებით მოშალა უსაფრთხოების და თავდაცვის სისტემა.

„ამის მიღმა ნამდვილად არ დგას იმის სურვილი, რომ ეს სფერო უფრო ეფექტური გახდეს და კარგად დაიცვას ქვეყნის გამოწვევები და ის რეალობა, რაშიც დღეს ჩვენ ვიმყოფებით. ეს იყო ძალიან მარტივი გადაწყვეტილება. ამ გადაწყვეტილებით მათ მოიშორეს ღარიბაშვილის კადრები,“ - განაცხადა თამარ კეკენაძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42