"ნაციონალური მოძრაობა" სახალხო დამცველის კანდიდატურასთან დაკავშირებით არასამთავრობო სექტორთან კონსულტაციებს გეგმავს. ამის შესახებ თინა ბოკუჩავამ კომენტარი გააკეთა:
"იმის ალბათობა, რომ ხელისუფლება მხარს დაუჭერს სახალხო დამცველის ისეთ კანდიდატურას, რომელიც რეალურად შეძლებს იდგეს ჩვენი ქვეყნის ინტერესებისა და ადამიანის უფლებების სადარაჯოზე, ძალიან დაბალია. ჩვენი ვარაუდით, ისინი წარადგენენ პოლიტიკურად აფილირებულ ადამიანს, რომელიც იქნება ლოიალური "ქართული ოცნების" ინტერესების და არა საზოგადოებრივი ინტერესების მიმართ. ჩვენ ვაპირებთ, რომ კონსულტაციები გავმართოთ მათ შორის არასამთავრობო სექტორთან, იმისთვის რომ არასამთავრობო სექტორის მიერ წარდგენილი კანდიდატი იყოს შეჯერებული და მას ჰქონდეს მაქსიმალური მხარდაჭერა, იმისთვის რომ მართლაც დამოუკიდებელი ადამიანის განხილვა შეძლოს პარლამენტმა იმ ადამიანის პარალელურად, რომელსაც ხელისუფლება წარადგენს", - განაცხადა ბოკუჩავამ.
მასალის გამოყენების პირობები






