"21 ოქტომბერს ჩატარდა სპეცოპერაცია სახელად ”არჩევნები” - ხმაურიანი განცხადებები საკრებულოს პირველ სხდომაზე
პოლიტიკა - 15:37, 14 Nov, 2017     1157
საკრებულოში, სადაც დღეს მეექვსე მოწვევის დეპუტატები პირველად შეიკრიბნენ, პოლიტიკური განცხადებები გაკეთდა.

„ქართული ოცნების“ სპეცოპერაცია კიდევ ერთხელ უწოდეს "ნაციონალური მოძრაობის" არმომადგენლებმა 21ოქტომბრის არჩევნებს.

„2017 წლის 21 ოქტომბერს ფაქტობრივად ჩატარდა სპეცოპერაცია სახელად ”არჩევნები”. თქვენ აქ ზიხართ მესაფლავეების, კონდუქტორების, „თბილსერვისჯგუფის“ ბრიგადების, საჯარო მოხელეების ძალდატანებითი ჩართულობით, რომლებიც წინასაარჩევნო კამპანიაში ჩართულები იყვნენ და ამის მადოკუმენტირებელი მასალები არსებობს და ეს საზოგადოებამ კარგად იცის. შესაბამისად, კიდევ ერთხელ დაგიფიქსირებთ იმ პოზიციას, რომელიც მაქვს მე და ჩემს მეგობრებს, რომ ჩვენ მზად ვართ თბილისელების საკეთილდღეოდ ვიმუშავოთ თქვენთან ერთად, მაგრამ რაც შეეხება კორუფციას, ნეპოტიზმს, ვიქნებით შეურიგებელი,” - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

ლევან ხაბეიშვილის განცხადებას თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრმა ლევან ჯაფარიძემ უპასუხა. მისი თქმით, „ქართული ოცნება“ თუ აირჩიეს მესაფლავეებმა, იყო დრო როდესაც „ნაციონალურ მოძრაობას“ „მკვდარი სულები ირჩევდნენ“.

„დიახ ჩვენ მემანქანეებმა აგვირჩია, ჩვენ მეეზოვეებმა აგვირჩიეს, ჩვენ მესაფლავეებმა აგვირჩიეს, უბრალოდ იყო დრო, როდესაც მკვდარი სულები გირჩევდნენ არარსებულ ადამიანები გირჩევდნენ. ამიტომ, ამ თემებზე ძალიან გთხოვთ დღეს ნუ ვისაუბრებთ. მითუმეტეს პირველი სხდომაა, და საზეიმო სხდომაა,“ - განაცხადა ჯაფარიძემ.

„ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლებმა თქვეს, რომ მათი მიზანი არ არის ჩასაფრებულ პოზიციაში ყოფნა, თუმცა ყველას უნდა ახსოვდეს თბილისელების ინტერესები.

„ჩვენი უპირველესი ვალი არის ვიზრუნოთ თბილისელებზე, ვიზრუნოთ თბილისელების ინტერესებზე. გარდა იმისა, რომ წარმოვადგენთ ჩვენს პოლიტიკურ პარტიებს, გვაქვს აბსოლუტურად განსხვავებული ხედვა და მოსაზრებები, ვისურვებდი, რომ ყველა ჩვენთგანს გვახსოვდეს, რომ ჩვენ წარმოვადგენთ თბილისის ყველა მოქალაქეს,“ - მიმართა დეპუტატებს გოკა გაბაშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42