ვუყურებ და ვფიქრობ, რა გჭირს ასეთი შენთვის უცხო ადამიანს, საძაგლობები დაუწერო?- ხოფერია ასათიანის ირგვლივ ატეხილ აჟიოტაჟს ეხმაურება
სოც.მედია - 11:50, 14 Nov, 2017     16704
ჟურნალისტი ეკა ხოფერია სოციალურ ქსელში მაია ასათიანის შესახებ ატეხილ აჟიოტაჟს ეხმაურება:

"არც დილის ტრადიციული ჩაის და არც კაპუჩინოს პოსტია. სხვა ამბავზე მინდა დავწერო

გუშინ ერთ მაღაზიაში ვიყიდე ნივთი, საჩუქრად. მოცულობით დიდი იყო და ჩემი ახლობლის შვილისთვის მინდოდა, ვთხოვე, ყუთში რომ ჩავდოთ, რა ვიცი, შევფუთოთ-მეთქი... საჩუქრად მინდა ერთი საყვარელი პატარა გოგოსთვის. არ გვაქვს ყუთიო, ეგ როგორ-მეთქი, მოკლედ არ გვაქვსო. მომიწია ასე პირდაპირ წაღება. მეწყინა და გავბრაზდი კიდეც, ერთი მომენტი გავიფიქრე, დავწერ ფეისბუქზე მაღაზიის სახელსაც და სერვისზეც ერთ ორ სიტყვას... მერე წარმოვიდგინე, რომ ისევ იმ გოგოებს " მოხვდებათ", ვინც იქ მუშაობენ, შეიძლება დამქირავებელმა გაბრაზებულმა მათზე იყაროს ჯავრი და სამსახურიდანაც გაუშვას... არ დავწერე, ცხადია. ან რატომაა ცხადი, შეიძლება არცაა სწორი... მაგრამ მე ასე გადავწყვიტე

რატომ გიყვებით ამ ამბავს ძილის წინ. მაია ასათიანის სტატუსებს ვაწყდებოდი დღეს დროის რაღაც მონაკვეთებში. გაზიარებული ჰქონდა მის " მოკრიტიკეთა" და " ჭკუისმსწავლელთა" ნაწერები, დამაინტერესა, შევედი ამ გოგონების თუ ქალბატონების გვერდებზე. შევდივარ, ჩვეულებრივი, ნორმალური ადამიანები, ისეთივე ადამიანები, როგორებიც ჩვენ ვართ, ჰყავთ მეგობრები, ალბათ ოჯახის წევრები, გაღიმებულები იღებენ ფოტოებს, დებენ, ვიღაც უწონებს, ვიღაც გულებს უწერს... ვუყურებ და ვფიქრობ, აი რა გრჯის ან რა გჭირს ასეთი სხვას , შენთვის უცხო ადამიანს, საძაგლობები დაუწერო? რატომ გიჩნდება ეს სურვილი? რა გრძნობა გეუფლება ამ შენი სისაძაგლის ქვეშ მერე ამყოლი საშინელებები რომ იწერება?

არ ვიცი, ვერასდროს ვიპოვი პასუხს ამ კითხვაზე ალბათ. ვერასდროს მივხვდები, რა სიამოვნებას უნდა იღებდე ასე ადგე და უბრალოდ ადამიანს გული ატკინო და წერო და წერო მასზე

და ეს სტატუსი არ ეხება მხოლოდ მაიას თემას, ზოგადად , ფეისბუქი ხშირად სრულიად დაუცველს ხდის ადამიანს სხვა ადამიანების აგრესიისგან , სამწუხაროდ, ზოგჯერ ეს ასეა

მე ვირჩევ სიკეთეს და მხოლოდ კეთილ ადამიანებს, თქვენთვისაც, მათ შორის"





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42