პოლიტიკური დევნა და დისკრიმინაცია - ენმ -ს პოლიტიკური საბჭო სპეციალურ განცხადებას ავრცელებს
პოლიტიკა - 10:45, 14 Nov, 2017     2004
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკური საბჭოს განცხადებას ავრცელებს, რომელსაც "ნიუპოსტი" უცვლელად გთავაზობთ :

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა მიიჩნევს, რომ პოლიტსაბჭოს წევრ, ადვოკატ გიორგი ონიანის მიმართ გამოტანილი განაჩენი, ხელისუფლების მხრიდან პოლიტიკური დევნისა და შერჩევითი მართლმსაჯულების პრაქტიკის გაგრძელებაა.

გიორგი ონიანის დაპატიმრება ცხადყოფს, რომ ქართული ოცნების მთავრობის მიერ პოლიტიკური ოპონენტებისა და ადვოკატების დევნა, სისტემურ ხასიათს ატარებს და სამართლებრივი ბერკეტები კვლავაც აქტიურად გამოიყენება პოლიტიკური ოპოზიციის წინააღმდეგ.

გიორგი ონიანის საქმე პოლიტიკური ნიშნით დისკრიმინაციის თვალნათელი ნიმუშია, რაც უგულებელყოფს ევროსაბჭოს წევრ და ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმომწერ სახელმწიფოთა ვალდებულებებს და ეწინააღმდეგება ქართული სახელმწიფოს დეკლარირებულ ამოცანებს დემოკრატიული პოლიტიკური სისტემის ჩამოყალიბებასთან დაკავშირებით.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა გმობს პოლიტიკური ძალადობის უკანონო აქტს, რომელიც გიორგი ონიანის წინააღმდეგ ხელისუფლების უკანონო დაკვეთით განხორციელდა.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა მიმართავს საქართველოში მოქმედ დიპლომატიურ კორპუსს, არასამთავრობო ორგანიზაციებსა და დემოკრატიულ საზოგადოებას, ხმა აიმაღლონ პოლიტიკურად მოტივირებული დევნის და დისკრიმინაციის აღმაშფოთებელი ფაქტის წინააღმდეგ"- წერია განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42