მიხეილ ჩხენკელს განათლების მინისტრის რანგში დღეს პირველი სამუშაო დღეს აქვს. სამინისტროში ახალ მინისტრს ალექსანდრე ჯეჯელავამ უმასპინძლა და უწყება გააცნო. ჯეჯელავამ ასევე მისი მინისტრობის განმავლობაში მიღწევებსა და შეცდომებზე ისაუბრა.
შეხვედრის დასრულების შემდეგ, ჟურნალისტებთან ჯეჯელავამ კომენტარი გააკეთა:
„მთავარ გამოწვევად მე მგონი ვუტოვებ სოფლის და ეროვნული უმცირესობების სკოლებში კვალიფიცირებული მასწავლებლების ნაკლებობას, განსაკუთრებით საბუნებისმეტყველო საგნებში და მეორე მთავარ გამოწვევად ვუტოვებ, პროფესიულ სასწავლებლებში მოსწავლეების მცირე პროცენტს. ჩემი მთავარი რჩევა ახალი მინისტრისთვის იქნება, რომ მაქსიმალურად დაკონცენტრირდეს გრძელვადიან შედეგზე, დარწმუნებული ვარ, რომ სწორი მუშაობით ყოველდღიურ რუტინაში თუ არ ჩავეფლობით თითოეული ჩვენგანი, შესაძლებელია, რომ რამდენიმე წელიწადში, 2020-ში, 2021-ში, ჩვენი უმაღლესი განათლების სისტემაც, პროფესიულიც და სკოლაც იყოს აბსოლუტურად სხვა დონეზე“, - განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ.
რაც შეეხება ვაშლების დარიგებას სკოლებში, ჯეჯელავამ განაცხადა, რომ ვაშლების დარიგების კომპონენტი უკვე დასრულებულია.
მასალის გამოყენების პირობები






