დღეს თბილისის ახლადარჩეული საკრებულოს პირველი სხდომა გაიმართება
პოლიტიკა - 09:32, 14 Nov, 2017     1385

თბილისის ახლადარჩეული საკრებულოს პირველი სხდომა დღეს, 11:00 საათზე გაიმართება, სადაც საკრებულოს თავმჯდომარისა და მისი მოადგილეების კანდიდატურებს დაამტკიცებენ.

საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობაზე წარდგენილია გიორგი ტყემალაძის კანდიდატურა; საკრებულოს პირველი მოადგილე - გიორგი ახვლედიანი იქნება, ხოლო მოადგილეები - მარიკა დარჩია და დავით უჯმაჯურიძე.

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის თანამდებობას დაიკავებს ბექა დავითულიანი, ხოლო მოადგილეების - ვახტანგ შაქარიშვილი, გიორგი მუსხელიშვილი და ჯაბა ჯიშკარიანი.

რაც შეეხება კომისიებს, მმართველი პოლიტიკური გუნდის ხედვით, აღნიშნული მიმართულებით, საკრებულოში დაგეგმილია რეორგანიზაცია, რასაც სტრუქტურული ცვლილებები მოჰყვება.

ადამიანის უფლებების დაცვის კომისია გაერთიანდება იურიდიულ საკითხთა კომისიასთან, ხოლო ურბანული დაგეგმარების და საქალაქო მეურნეობის კომისიას გამოეყოფა ტრანსპორტის საკითხები და ცალკე კომისიად ჩამოყალიბდება.

ამ ეტაპისთვის, არსებულ კომისიებს უხელმძღვანელებენ:

სარევიზიო კომისია - რიმა ბერაძე;

იურიდიული საკითხთა კომისია - ლევან ჟორჟოლიანი;

ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისია - გიორგი ბირბიჩაძე;

განათლებისა და კულტურის კომისია - თამარ ტალიაშვილი;

სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისია - გიორგი ჩაკვეტაძე;

ურბანული დაგეგმარების და საქალაქო მეურნეობის კომისია - რევაზ სოხაძე;

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომისიას, მის იურიდიულ საკითხთა კომისიასთან გაერთიანებამდე, დროებით უხელმძღვანელებს თედო ისაკაძე, რომელიც შემდგომში დაიკავებს სატრანსპორტო საკითხთა კომისიის ხელმძღვანელის თანამდებობას;

გარემოს დაცვის კომისია - ერეკლე კუხიანიძე;

ქონების მართვის და საფინანსო-საბიუჯეტო კომისია - ირაკლი ზარქუა;

ეკონომიკური განვითარების, საინვესტიციო პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების კომისია - ოთარ გრიგოლია;

სახელდებისა და სიმბოლიკის კომისია - თინათინ ნიბლოშვილი;

მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისია - ანა ლაშხი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42