ირაკლი კობახიძე რუმინეთის სენატის პრეზიდენტს შეხვდა
პოლიტიკა - 20:03, 13 Nov, 2017     980

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე რუმინეთში ოფიციალურ ვიზიტს განაგრძობს. ვიზიტის პირველ დღეს, ირაკლი კობახიძემ შეხვედრები ქვეყნის პარლამენტში გამართა.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე რუმინეთის სენატის პრეზიდენტმა, კალინ პოპესკუ ტარიჩეანუმ მიიღო.

ირაკლი კობახიძემ სენატის პრეზიდენტს რუმინეთის მხრიდან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის, ასევე, ჩვენი ქვეყნის დასავლური მისწრაფებების ურყევი მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

შეხვედრაზე საპარლამენტო თანამშრომლობის გაღრმავებასა და გაცვლითი ვიზიტების გააქტიურების შესახებ ისაუბრეს.

მხარეებმა განიხილეს სტრატეგიული თანამშრომლობის პრიორიტეტებიც. საუბარი, ასევე, საქართველოში მიმდინარე დემოკრატიულ რეფორმებს შეეხო. ირაკლი კობახიძემ კალინ პოპესკუ ტარიჩეანუს საკონსტიტუციო რეფორმა, მისი ძირითადი არსი და შინაარსობრივი ცვლილებები გააცნო. რუმინეთის სენატის პრეზიდენტმა საკონსტიტუციო რეფორმა დადებითად შეაფასა და აღნიშნა, რომ რუმინეთისთვის საინტერესოა ქართული გამოცდილება.

შეხვედრაზე საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარების შესახებ ისაუბრეს, განიხილეს რეგიონში არსებული გამოწვევებიც. შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა საქართველოსა და რუმინეთის სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობა.

იმსჯელეს საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესზეც. სენატის პრეზიდენტის განცხადებით, რუმინეთი აგრძელებს საქართველოს დასავლური მისწრაფებების მხარდაჭერას და მზადაა ამ მიმართულებით გამოცდილების გაზიარებისა და თანამშრომლობისთვის.

კალინ პოპესკუ ტარიჩეანუმ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს სტუმრობისთვის მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ რუმინეთი რჩება საქართველოს ერთ-ერთ ყველაზე აქტიურ გულშემატკივრად და ერთგულ მეგობრად.

რუმინეთის პარლამენტში გამართული შეხვედრები ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან შეფასა და აღნიშნა, რომ გამართულ შეხვედრებზე საუბარი ქვეყნებს შორის პოლიტიკური და ეკონომიკური მიმართულებით თანამშრომლობას, ასევე, კონკრეტულ ინიციატივებს შეეხო.

„ჩვენ ვართ ძალიან დაინტერესებული, რა თქმა უნდა, იმით, რომ კიდევ უფრო გავაღრმავოთ ჩვენი მეგობრული ურთიერთობები, ჩვენი მჭიდრო პარტნიორობა და დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი მიზნები აუცილებლად იქნება განხორციელებული.

რუმინეთი არის ჩვენი ძალიან მყარი მხარდამჭერი, როგორც ევროინტეგრაციის, ასევე, ნატოში ინტეგრაციის კუთხით, რაც დადასტურებულია არაერთი საპარლამენტო დოკუმენტით და ჩვენ საუბარი გვქონდა იმაზე, და სპიკერებმა აღნიშნეს ეს, რომ რუმინეთი კვლავაც ძალიან აქტიურად დაგვიჭერს მხარს სხვადასხვა მიმართულებით. ჩვენთვის ასევე ძალიან მნიშვნელოვანია რუმინეთის გამოცდილების გაზიარება. ჩვენ დღეს ვართ ასოცირების შეთანხმების განხორციელების პროცესში, ეს არის ის გზა, რომელიც რუმინეთმა უკვე გაიარა და ჩვენ აუცილებლად ვითანამშრომლებთ რუმინელ მეგობრებთან ამ კუთხით, მათ შორის, გავიზიარებთ ჩვენი რუმინელი მეგობრების გამოცდილებას“,- განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42