იყო გარკვეული სიტყვიერი შეურაცხყოფაც - საქართველოდან ჩასულ მგზავრებს ვარშავაში არ უშვებენ
პოლიტიკა - 18:17, 13 Nov, 2017     2144
"რუსთავი 2"- ის ინფორმაციით, საქართველოდან ჩასული 21 ადამიანი ვარშავაში არ შეუშვეს. მგზავრები მესამე დღეა, ვარშავის აეროპორტში იმყოფებიან. ისინი აეროპორტის ნეიტრალურ ტერიტორიაზე არიან გაჩერებულბი და საქმის ვითარებაში გარკვევას ცდილობენ.

აეროპორტში არშეშვების მიზეზად სასტუმროს გაუქმებულ ჯავშანს ასახელებენ თუმცა, მგზავრები აცხადებენ, რომ პოლონეთში ჩასვლის დროს, მათ სასტუმროს ჯავშანზე პრობლემა არ ჰქონიათ.

აეროპორტში მათ მოსთხოვეს, რომ საქართველოში დასაბრუნებელი ბილეთი იყიდონ ან სხვა ქვეყანაში გაემგზავრონ. მგზავრების თქმით, ამ ეტაპზე საქართველოში დასაბრუნებელი ბილეთის ფასი საკმაოდ მაღალია.

მგზავრები საქართველოს საკონსულოს დაუკავშირდნენ დახმარების მოთხოვნით, თუმცა, საკონსულოშიც ურჩიეს, რომ უკან დასაბრუნებელი ბილეთები იყიდონ.

„ჩამოგვართვეს პასპორტები, ზოგს ბილეთებიც ჩამოართვეს და ბილეთებიც დაიკარგა, აღარ ჩანს საერთოდ. რამდენიმე კაცი ბილეთის გარეშეა დარჩენილი, უკან წამოსასვლელი ბილეთის გარეშე. გვთხოვენ, რომ დატოვეთ აეროპორტი, წადით ნებისმიერ ქვეყანაში ან დაბრუნდით საქართველოში... დავუკავშირდით საელჩოს და იქიდანაც გვეუბნებიან, რომ ბილეთები აიღეთ და წადით. ანუ გვტოვებენ ყველანაირი პასუხის გარეშე. რატომ უნდა წავიდეთ, როცა ყველაფერი გვაქვს წესრიგში? იყო გარკვეული სიტყვიერი შეურაცხყოფაც,“ - განაცხადა ერთ-ერთმა მგზავრმა, ზურაბ კიკნაძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42