გიორგი აბაშიშვილმა დაგროვებითი ბარათის "მოითხოვე ქართული" გამარჯვებულები დააჯილდოვა
პოლიტიკა - 17:49, 13 Nov, 2017     1054
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა გიორგი აბაშიშვილმა პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში, ქართული პროდუქციის დაგროვებითი ბარათის "მოითხოვე ქართული" კონკურსის გამარჯვებულები დააჯილდოვა.

გიორგი აბაშიშვილმა თვის განმავლობაში გამოვლენილ გამარჯვებულებს, მათ შორის, 5 ყრუ პირს საქართველოს პრეზიდენტის ხელმოწერით ქართული პროდუქციის ერთგული მომხმარებლის სერტიფიკატი გადასცა.

"ყოველი შემდგომი თვე აჩვენებს, რომ საქართველოს პრეზიდენტის მიერ დაწყებული კამპანია "მოითხოვე ქართული" სულ უფრო პოპულარული ხდება.

ერთი მხრივ, არიან ერთგული მომხმარებლები, რომლებიც მუდმივად, სულ წარმატებულები არიან ამ კამპანიის ფარგლებში შეძენილი ქართული პროდუქციის რაოდენობის მიხედვით და ამავდროულად, მნიშვნელოვანია, რომ ამ კამპანიაში აქტიურად ერთვებიან ისინი, ვინც სულ ახლახანს დაიწყეს ამ ბარათებით სარგებლობა.

მნიშვნელოვანია, რომ ამ ეტაპზე რამდენიმე სოციალური საწარმო შემოუერთდა კამპანიას და პროექტის მიმდინარეობის პერიოდში 900 000 ლარს გაცდა დაგროვებით ბარათზე დაფიქსირებული მაჩვენებლები. დარწმუნებული ვარ, რომ ტემპი კიდევ უფრო მეტად გაიზრდება", - აღნიშნა გიორგი აბაშიშვილმა.

გამარჯვებულებმა ასევე მიიღეს სპეციალური პრიზები 40-ზე მეტი ქართული კომპანიისგან. დაგროვებითი ბარათი "მოითხოვე ქართული" საქართველოში პირველი პლასტიკური ბარათია, რომლის ფარგლებშიც ქართული პროდუქციის შეძენისას ვირტუალური ქულები - "ქართულები" გროვდება.

მომხმარებელთა წახალისებისთვის ბარათზე დაგროვებული ქართულების მიხედვით ტარდება ყოველთვიური კონკურსი თვის ყველაზე მეტი ქართულების ოცეულის გამოსავლენად. პროექტი, რომლის ფარგლებშიც დამზადდა დაგროვებითი ბარათი და ტარდება გამოფენები, მიზნად მეწარმეთა მარკეტინგულ მხარდაჭერას, პროდუქციის გაყიდვების ზრდას და მომხმარებლის წახალისებას ისახავს.

დღეიდან პროექტის პარტნიორები გახდნენ აფხაზეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატა და საქართველოს სტრატეგიული კვლევების და განვითარების ცენტრი. მათი ეგიდით წარმოდგენილი იქნება 15-მდე კომპანია.

პროექტის პარტნიორი 130-მდე კომპანიაა, მათ შორის, 6 სოციალური საწარმო.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42