,,მიმდინარეობს ძალოვან უწყებებზე ივანიშვილის სრული კონტროლის პროცესი“ - თორნიკე შარაშენიძე სამთავრობო ცვლილებებზე
პოლიტიკა - 15:52, 13 Nov, 2017     2464

მასშტაბური ცვლილებები საქართველოს მთავრობაში - დღეს გამართულ ბრიფინგზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნულთან მიმართებით, დეტალებზე ისაუბრა. როგორც ცნობილია, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს უერთდება ენერგეტიკის სამინისტრო და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ბუნებრივი რესურსების მართვის კომპონენტი. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პოსტზე ინიშნება დიმიტრი ქუმსიშვილი.

ეკონომიკის მოქმედი მინისტრი გიორგი გახარია ინიშნება შინაგან საქმეთა მინისტრად. იქმნება საგანგებო სიტუაციების მართვის ცენტრი და მას უხელმძღვანელებს გიორგი მღებრიშვილი. ფინანსთა მინისტრად ინიშნება მამუკა ბახტაძე, რომელიც ამჟამად „საქართველოს რკინიგზის“ გენერალური დირექტორია. განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს უერთდება სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ახალგაზრდობის საქმეთა მართვის კომპონენტი და მინისტრის პოსტს დაიკავებს მიხეილ ჩხენკელი. საგარეო საქმეთა სამინისტროს უერთდება სახელმწიფო მინისტრის აპარატი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში და მინისტრის პოსტს ვიცე-პრემიერი მიხეილ ჯანელიძე დაიკავებს.

მიმდინარე ცვლილებებს „ნიუპოსტთან“ საუბრისას აფასებს ექსპერტი თორნიკე შარაშენიძე, რომელიც მიიჩნევს, რომ უფრო დიდი ოპტიმიზაცია უკეთესი იქნებოდა. მისივე თქმით, აღნიშნულ პროცესში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, გახდება თუ არა შინაგან საქმეთა მინისტრის პროთფელი გახარიასთვის პრემიერ-მინისტრობის ტრამპლინი:

„მე უფრო მეტ ოპტიმიზაციას მოვახდენდი, მაგალითად შერიგებისა და სამოქალაქო სამინისტროს მივუერთებდი შინაგან საქმეთა სამინისტროს, ეს იმიტომ არ მოხდება, რომ უნდათ მოიგონ აფხაზებისა და ოსების გული, ამიტომ სურთ ეს უწყება ცალკე იყოს და შერიგების სამინისტრო ერქვას.

ოპტიმიზაცია თავისთავად ნიშნავს ხარჯების შემცირებას. ბიუროკრატიის შემცირება, რა თქმა უნდა კარგია, რადგან ჩვენ ძალიან დიდი ბიუროკრატია გვყავს, ისეთი, როგორსაც ჩვენზე დიდი ქვეყნებიც კი ვერ ინახავენ.

ყველაზე სერიოზული სამინისტრო, რომელსაც სჭირდება მიხედვა, ეს არის განათლების სამინისტრო. ის ჩააბარეს მათემატიკოსს. როგორც წესი მათემატიკოსები ჭკვიანები არიან, თუ ამ ადამიანს მენეჯმენტის უნარებიც აქვს, ბოლოს და ბოლოს, ამ სფეროში წავა სასიკეთო ცვლილებები.

ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი იყო გახარიას გადანაცვლება შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე, რომელიც მოიაზრება უშუალოდ ივანიშვილის კადრად. აქამდე უშუალოდ ივანიშვილის კადრი არ მართავდა ამ სამინისტროს, ეს იყო მღებრიშვილი, ახლა ლოგიკურად ყველაფერი დალაგდა, ბუნებრივია, ბიძინა ივანიშვილს სურს, ჰქონდეს კონტროლი პირველ რიგში ძალოვანებზე, ახლა მიმდინარეობს ძალოვანებზე მისი სრული კონტროლის პროცესი. ვნახოთ, რამდენად გამოვა ისე, რომ გახარიასთვის ეს იყოს ტრამპლინი პრემიერობისთვის, ეს იქნება ძალიან საინტერესო“, - აღნიშნავს ექსპერტი.

შარაშენიძე მიიჩნევს, რომ ქვეყნისთვის აუცილებელია, ჰქონდეს ინსტიტუტი, სადაც მოხდება უსაფრთხოების პოლიტიკის კოორდინაცია, აღნიშნული მოსაზრებით ექსპერტი უშიშროების სანჭოს გაუქმების ფონზე კრიზისების საბჭოს გაუქმების საკითხს ეხმაურება:

„თუ კრიზისების საბჭო გაუქმდა და პრაქტიკულად უქმდება ასევე უშიშროების საბჭოც, გამოდის, რომ ისეთი უწყება საქართველოს არ ეყოლება, სადაც მოხდება უსაფრთხოების პოლიტიკის კოორდინაცია. გასაგებია, რომ უშიშროების საბჭო გაუქმდა, პირველ რიგში, მარგველაშვილის ჯინაზე და მეორე, იმიტომ, რომ პრეზიდენტის უფლებამოსილებები გაცილებით შეკვეცილია, ვიდრე ადრე იყო, მაგრამ მსგავსი სტრუქტურა უნდა არსებობდეს, რათა მოხდეს უსაფრთხოების პოლიტიკის კოორდინაცია. ვფიქრობ, რომ ეს საჭირო უწყებაა და რაღაც ფორმით უნდა არსებობდეს, თუნდაც სხვა სახელი დაარქვან, საგანგებო სიტუაციების სამსახური სრულებით სხვა რაღაცაა. ეს არის ჩემთვის მთავარი კითხვის ნიშანი, ამ მხრივ რას ვშვრებით, ეს ხომ სერიოზული ვაკუუმი იქნება?

ევროინტეგრაციის სამინისტრო თავის დროზე ხელოვნურად შეიქმნა, შეიქმნა იმისთვის, რომ გიორგი ბარამიძისთვის მინისტრის პორთფელი მიეცათ და შემდეგ დარჩა, ლოგიკურად მისი ადგილი, რა თქმა უნდა, საგარეო საქმეთა სამინისტროშია“, - აცხადებს თორნიკე შარაშენიძე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42