გიორგი კვირიკაშვილი მინისტრთა კაბინეტის ახალ წევრებს მამუკა ბახტაძეს და მიხილ ჩხენკელს შეხვდა
პოლიტიკა - 15:13, 13 Nov, 2017     914
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მინისტრთა კაბინეტის ახალ წევრებს - მამუკა ბახტაძეს და მიხეილ ჩხენკელს შეხვდა.

პრემიერ-მინისტრმა ფინანსთა და განათლებისა და მეცნიერების მინისტრებს ახალ, საპასუხისმგებლო თანამდებობებზე დანიშვნა მიულოცა და წარმატებები უსურვა.

"ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ორივე სფერო, რომლის ხელმძღვანელებიც თქვენ ხდებით. მოგეხსენებათ, ფინანსთა სამინისტროსთან მიმართებაში, ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, განსაკუთრებით ამ ოპტიმიზაციის პროცესში, სახელმწიფო ფინანსები მოვარგოთ იმ ახალ საჭიროებებს, რომლებზეც ვისაუბრეთ. მთავარია, ამ ოპტიმიზაციის შედეგად გამოთავისუფლდეს რესურსი, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი მიმართულებებით დაიხარჯება. დიმიტრი ქუმსიშვილმა ძალიან დიდი სამუშაო ჩაატარა ამ სამინისტროში. საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან დღეს გვაქვს აბსოლუტურად წყობილი ურთიერთობა და მნიშვნელოვანი იქნება, ეს ოპტიმიზაციის პროცესი მაქსიმალურად პროფესიონალურად ჩავატაროთ, რათა ხალხმა დაინახოს, რომ ამ ოპტიმიზაციის მთავარი ორიენტირი ნამდვილად არის ადამიანი. ეს იყო ზუსტად ის, რაზეც ჩვენ ვისაუბრეთ - თითოეული პროგრამა, თითოეული მუხლი სახელმწიფო ბიუჯეტში, საბოლოო ჯამში მიმართული იყოს იმაზე, რომ ჩვენი მოქალაქეების ყოფა გავაუმჯობესოთ.

დიმიტრი იბარებს ორი გაერთიანებული სამინისტროს ხელმძღვანელის ძალიან მნიშვნელოვან პოსტს და მინდა, მასაც წარმატება ვუსურვო.

მამუკას აქვს ძალიან კარგი გამოცდილება, რკინიგზაში გადაიდგა უმნიშვნელოვანესი ნაბიჯები. აბრეშუმის გზის პროექტში პრაქტიკულად მოხდა ჩვენი რკინიგზის ინტეგრირება. ჩინეთიდან ჩამოვიყვანეთ პირველი პირდაპირი მატარებლები, ასევე ყურის ქვეყნებთან დავამყარეთ ძალიან კარგი ლოგისტიკური კავშირები და იმედი მაქვს, რკინიგზის ახალი ხელმძღვანელი, რომელსაც შევარჩევთ, ამ საქმეს ღირსეულად გააგრძელებს.

განათლების სფერო, მოგეხსენებათ ჩვენი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია. მე ვიტყოდი, რომ როგორც საზოგადოებაში დღეს არსებული პრობლემების, ასევე შესაძლებლობების სათავე არის ზუსტად განათლების სფეროში და ახალგაზრდობის კომპონენტის შემოერთებასთან ერთად, ამ სამინისტროს მნიშვნელობა კიდევ უფრო იზრდება.

სანდრომ ოთხპუნქტიანი რეფორმის ფარგლებში დაიწყო ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადადგმა - ჩვენ დავიწყეთ პროფესიული განათლების, უმაღლესი განათლების მიმართულებით ნაბიჯების გადადგმა. ჩვენ გადავწყვიტეთ ამ ცვლილების განხორციელება. ვსაუბრობთ სანდროსთან - შესაძლოა, ის დიპლომატიურ სამსახურში წავიდეს, თუმცა როგორც ვესაუბრე, მას გული უფრო ისევ განათლების სფეროში პედაგოგიური მიმართულებით ბიზნესსაქმიანობისკენ მიუწევს და ვნახოთ, რა გადაწყვეტილებას მიიღებს. ის ჩვენი გუნდის წევრი არის და ძალიან ღირსეული ადამიანია.

ბატონო მიხეილ, მინდა, თქვენი გამოცდილება ჩვენმა ქვეყანამ მაქსიმალურად გამოიყენოს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ 20-წლიანი გამოცდილების შემდეგ დაბრუნდით ჩვენს ქვეყანაში და ჩვენი ქვეყნის სამსახურში ჩადექით. ეს არის დასაფასებელი და ვისურვებდი, ჩვენი ბევრი თანამემამულე იყოს ასე განწყობილი, რომ ჩვენი ქვეყნის აღმშენებლობის სამსახურში ჩადგეს. ამიტომ, კიდევ ერთხელ წარმატებებს გისურვებთ" განაცხადა კვირიკაშვილმა.

მამუკა ბახტაძემ პრემიერს გამოცხადებული ნდობისთსვის მადლობა გამოუცხადა.

"დიდ მადლობას გიცხადებთ გამოცხადებული ნდობისთვის. ეს არის ძალიან დიდი პასუხისმგებლობა. ფინანსთა სამინისტრო არის წარმატებული უწყება და შესაბამისად, ეს ჩემთვის ორმაგი პასუხისმგებლობაა. ჩვენს პარტნიორებთან 8 ძირითადი საბიუჯეტო პარამეტრი შეთანხმებულია და ეს გეზი გაგრძელდება. მთავარი პრიორიტეტი, როგორც თქვენ აღნიშნეთ, იქნება ნაკლები ბიუროკრატია და მეტი ეფექტურობა. ძალიან მჭიდრო ურთიერთობა გვექნება ქართულ ბიზნესთან, განსაკუთრებით ფოკუსს გავაკეთებთ საშუალო და მცირე მეწარმეებთან ურთიერთობაზე და ბუნებრივია, ძალისხმევას არ დავიშურებთ, რომ ფინანსთა სამინისტრო კიდევ უფრო წარმატებული გახდეს. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა გამოცხადებული ნდობისთვის" - აღნიშნა მამუკა ბახტაძემ.

როგორც მიხილ ჩხენკელმა აღნიშნა, სამინისტროს მთავარი პრიორიტეტი ნიჭიერი ახალგაზრდა თაობის პოტენციალის რეალიზებაა.

"უღრმესი მადლობა ნდობისთვის. მთელს ჩემს ენერგიას, გამოცდილებას არ დავიშურებ იმისთვის, რომ ამ ძალიან მნიშვნელოვან საქმეს ვემსახურო, როგორც ეს ასახულია მთავრობის ოთხპუნქტიან გეგმაში. განათლებას აქვს უაღრესად მნიშვნელოვანი როლი ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის და ზოგადად განათლების ხარისხის, ასევე მეცნიერების ხარისხის ამაღლება არის ჩვენი სამინისტროს მთავარი პრიორიტეტი. ყველაზე მნიშვნელოვანი გახლავთ ის, რომ თითოეულმა ახალგაზრდამ იგრძნოს, რომ სახელმწიფო მასზე ზრუნავს. ეს ნამდვილად ასე მოხდება, რომ ჩვენი ძალიან ნიჭიერი ახალგაზრდა თაობის პოტენციალის რეალიზება განხორციელდეს ჩვენს ქვეყანაში" - მიხეილ ჩხენკელმა.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42