„მინდა შეგახსენოთ, რომ ის ფული რომელსაც მთავრობა იღებს ეკონომიკიდან და ხარჯავს საკუთარ ბიუროკრატიაზე პარტიულ ახლობებზე და ნათესავებზე მთლიანი შიდა პროდუქტის 3%_ია. მთავრობა მილიარდზე მეტს იღებეს დღეს ეკონომიკიდან, რომელიც ნელა იზრდება და იმატებს სიღარიბე, ამიტომ ამ ცვლილებებში მხოლოდ ხარჯების შემცირებას ექნება მნიშვნელობა.
რამოდენიმე კვირის წინ სამთავრობო გუნდი კბილებით იცავდა ბიუჯეტს სადაც ჩვენ ხარჯების შემცირებას ვითხოვდით და ახლა მათ უნდა შემოგვთავაზონ რამდენით ამცირებენ ბიუჯეტს და რაც მთავარია ეს შემცირება რას მოხმარდება. ჩვენი მყარი პოზიცია იყო და არის, რომ უნდა მოხდეს გადასახადების დაწევა რათა შეუმსუბუქდეს ტვირთი თითოეულ მოქალაქეს და ყველა ბიზნეს რათა ეკონომიკამ რეალურად დაძრას ახალი სამუშაო ადგილების შექმნის საქმე. მეორე არის პენიის და სოციალური დახმარების ზრდა ყველაზე უფრო გაჭირვებული ჯგუფებისთვის სადაც უმძიმესი ვითარებაა მიუხედავად იმისა რომ ყველაფერი გაძვირდა ამ ხალხისთვის არ გაუმჯობესებულა ვითარება მთელი ამ წლების განმავლობაში.
ჩვენ ყველამ ვიცით, რომ 10%_ით გაზარდეს თითქმის ბიუროკრატია და სიპებში რომლებიც სოკოებივით გამრავლდა კიდე უფრო მეტად გაზარდეს დასაქმება საკუთარი ახლობლების და პარტიული აქტივის. ეს ცვლილებები ამ ბიუიროკრატიულ ხარჯებს უნდა შეეხოს ყველაფერი, წინააღმდეგ შემთხვევაში ეს იქნება მორიგი პოპულისტური ნაბიჯი და ჩვენ მართლაც სულ რამოდენიმე კვირაში უნდა ვნახოთ შეცვლილი პოზიცია სამთავრობო გუნდის საბიუჯეტო ხარჯებთან დაკავშირებით. ეს არის მოლოდინი, ჩვენი მოთხოვნა და რაც ჭირდება ჩვენ ქვეყანას“ - განაცხადა ბოკერიამ.
მასალის გამოყენების პირობები






