გიორგი აბაშიშვილმა ტაბახმელას სანგრებზე ჩატარებული არქეოლოგიური სამუშაოები დაათვალიერა
პოლიტიკა - 13:40, 13 Nov, 2017     878
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა გიორგი აბაშიშვილმა დღეს ტაბახმელას მე-4 სანგარზე ჩატარებული არქეოლოგიური სამუშაოები დაათვალიერა, რომელიც საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან დაფინანსდა.

პროექტი გენერალ გიორგი მაზნიაშვილის სახელობის ახალგაზრდულმა ლეგიონმა, მოწვეულ ექსპერტებთან ერთად, განახორციელა და ტაბახმელას ტერიტორიაზე, სადაც 1921 წლის თებერვალში თბილისისათვის გადამწყვეტი ბრძოლა მიმდინარეობდა, არქეოლოგიური სამუშაოები ჩაატარა.

პროექტის მონაწილეების განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ სანგარი პირველი მსოფლიო ომის დროსაა გათხრილი, განსაკუთრებული მნიშვნელობა მან 1921 წელს, ბოლშევიკურ რუსეთსა და საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის შეიარაღებულ ძალებს შორის მიმდინარე ბრძოლებისას შეიძინა, რომელიც საქართველოს ისტორიაში კოჯორ-ტაბახმელას ბრძოლების სახელითაა ცნობილი.

116 მეტრის სიგრძის სანგარი ზიგზაგისებური ფორმისაა და იგი კლდოვან ქანშია გათხრილი.

მასში არქეოლოგიური გათხრებისას აღმოჩენილია 200-მდე არტეფაქტი: მასრები, სხვადასხვა ქვეყნის წარმოების გასროლილი და გაუსროლელი ვაზნები, საველე ტელეფონის ბატარეები, სამხედრო ლაბადების, იუნკერების უნიფორმებისა და სამხედრო ჩექმის ნაწილები, შაშხანის ჩამკეტი, სასიგნალო მაშხალის მასრა და სხვა.

"წელს პირველად მოხერხდა იმ უმნიშვნელოვანესი ადგილის არქეოლოგიური შესწავლა, სადაც ჩვენი იუნკერები საკუთარ სამშობლოს და საკუთარ დედაქალაქს იცავდნენ. ამით საქართველოში საფუძველი ჩაეყარა საბრძოლო არქეოლოგიის მიმართულებას. მნიშვნელოვანია, რომ ამ ბრძოლების შესახებ სიღრმისეული ინფორმაცია ხელმისაწვდომი იქნება უკვე ახალგაზრდა თაობისთვის.

დღეს აქ არიან ახალგაზრდები, რომლებიც ათვალიერებენ მიდამოს და საბრძოლო პერიოდის არტეფაქტებს, გარკვეულ ფოტომასალას.

ეს პროექტი ასევე მნიშვნელოვანია პატრიოტული აღზრდისთვის. საქართველოს თითოეული მოქალაქე ბუნებრივია, უნდა ეცნობოდეს ყოველთვის დეტალურად იმ მასალებს, რომლებიც დაკავშირებულია ჩვენი სამშობლოს დაცვასთან",- განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა.

ტაბახმელას მე-4 სანგარში აღმოჩენილი არტეფაქტები საქართველოს ეროვნულ მუზეუმს გადაეცემა.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42