ტაბაღუა თვითმმართველობის თანამშრომლებს ქვემო ქართლის გუბერნატორმა გრიგოლ ნემსაძემ მაჟორიტარ დეპუტატებთან, გიორგი ბეგაძესთან და პაატა მხეიძესთან ერთად წარუდგინა.
ქვემო ქართლის გუბერნატორმა გრიგოლ ნემსაძემ რუსთავის ახალ მერს წარმატებები უსურვა და დავით ჯიქიას მადლობა გადაუხადა ქალაქში განხორციელებული პროექტებისთვის. „დღეიდან ბატონი ირაკლი ოფიციალურად შეუდგება რუსთავის მერის უფლებამოსილების განხორციელებას. ბატონი ირაკლის ბიოგრაფია და მისი გამოცდილება გვაძლევს იმის თქმის საფუძველს, რომ რუსთავში ბევრი ახალი და საინტერესო პროექტი განხორციელდება. მინდა წარმატებები ვუსურვო მას და აქვე მადლობა მინდა გადავუხადო ბატონ დავით ჯიქიას იმ შრომისთვის, რომელიც მან მერობის პერიოდში გასწია“. - განაცხადა ქვემო ქართლის გუბერნატორმა გრიგოლ ნემსაძემ. მერის წარდგენის ოფიციალური ნაწილის შემდეგ, ახალმა მერმა თათბირი ჩაატარა, სადაც ძირითადად 2018 წლის ბიუჯეტის დაგეგმარებაზე იყო საუბარი. „კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადავუხადო რუსთაველებს იმ ნდობისთვის, რომელიც მათ გამომიცხადეს. ამ ეტაპზე ყველაზე პრიორიტეტული ქალაქის ბიუჯეტის სწორად დაგეგმვაა, სწორედ ამ თემაზე მქონდა საუბარი თათბირზეც, რადგან 2018 წლის ბიუჯეტის პრიორიტეტების სწორ შერჩევაზეა დამოკიდებული ყველა ის პროექტი, რომლის განხორციელებასაც მოსახლეობა ითხოვს ჩვენგან“. - განაცხადა ირაკლი ტაბაღუამ. ირაკლი ტაბაღუამ 2017 წლის თვითმმართველობის არჩევნებში რუსთაველი ამომრჩევლის ხმათა 53.05% პროცენტი მიიღო.
ახალი მერის უფლებამოსილება ძალაში გუშინ, 12 ნოემბერს შევიდა.

მასალის გამოყენების პირობები






