საქართველოს პრემიერ-მინისტრმა დღეს გამართულ ბრიფინგზე მთავრობაში დაგეგმილ ცვლილებებზე ისაუბრა:
„ვაცხადებ ცვლილებების ახალ ტალღას, რომელიც კიდევ უფრო კარგად პასუხობს არსებულ გამოწვევებს. ამისთვის ვგეგმავთ სტრუქტურულ-ფუნქციური ცვლილებების განხორციელებას, დაგაგმილი ცვლილებები მოემსახურება მეტ პროგრესს, რაც თავის ტავად ადმინისტრაციული დანახარჯების მაქსიმალურ შემცირებას შეუწყობს ხელს.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს უერთდება ენერგეტიკის სამინისტრო და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ბუნებრივი რესურსების მართვის კომპონენტი.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ხელმძღვანელად ინიშნება დიმიტრი ქუმსიშვილი, რომელიც ინარჩუნებს პირველი ვიცე-პრემიერის სტატუსს და კოორდინაციას გაუწევს ეკონომიკური გუნდის მუშაობას. ეკონომიკის სწრაფი განვითარება, რომელიც ჩვენი მთავრობის უმთავრესი პრიორიტეტია, კიდევ უფრო მოქნილი ეკონომიკის პოლიტიკის გატარებას ითვალისწინებს.
ეკონომიკის სამინისტრო მულტისექტორული უწყებაა და პასუხისმგებელია არა მხოლოდ ზოგოდადა ეკონომიკური მიმართულების ძირითადი მიმართულებების შემუშავებაზე, არამედ საგარეო ვაჭრობის, ტრანსპორტის, კომუნიკაციების ინოვაციურ მოწყობაზე და სხვა სექტორულ განვითარებაზე“, - განაცხადა კვირიკაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






