პარლამენტში დღეს საპენსიო რეფორმაზე იმსჯელებენ
პოლიტიკა - 10:02, 13 Nov, 2017     750

პარლამეტში დღეს საპენსიო რეფორმაზე იმსჯელებენ. მთავრობის კანონპროექტს ფრაქცია „ქართული ოცნება-სოციალ-დემოკრატები“ განიხილავს. გია ჟორჟოლიანის განცხადებით, დეპუტატები ცვლილებებს მხარს სავარაუდოდ, დაუჭერენ.

„აქამდე არსებული პენსია პრაქტიკულად ასრულებდა სოციალური დახმარების როლს. ეს საბაზო პენსია უნდა შენარჩუნდეს ცხადია, მინიმალური პენსია უნდა შენარჩუნდეს. თუმცა, ეს სქემა თავისთავად საჭიროებდეს გაუმჯობესებას. ჩემი აზრით, ეს პროცენტები დაბალია და ცოტაა, ეს არ მოგვცემს იმ ეფექტს,“ - განაცხადა გია ჟორჟოლიანმა.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრების აზრით, საპენსიო რეფორმის ეფექტურობა მინიმალური იქნება.

„თუ ავიღებთ დაახლოებით 3 მილიონ ადამიანს, რომელიც არის ქვეყანაში შრომისუნარიანი, აქედან მხოლოდ 700 ათასი იხდის საშემოსავლო გადასახადს, ანუ არის ოფიციალურად დასაქმებული და იღებს ხელფასს და ამ 700 ათასიდანაც ნახევარი არის საჯარო სექტორში. ანუ მათთვის გამოვა, რომ ერთი ჯიბიდან მეორეში გადაიტანეს თანხა. რეალურად, ამ ე.წ. რეფორმის ეფექტურობა იქნება მინიმალური,“ - აცხადებს პეტრე ცისკარიშვილი.

საპენსიო რეფორმას აკრიტიკებს საპარლამენტო ოპოზიცია. „ევროპული საქართველოს“ წევრები ინიციატივას, მორიგ ტყუილს უწოდებენ.

„ადამიანებს უჭირთ, დღეს არის მწვავე ეკონომიკური კრიზისი, ახალი საშემოსავლოს დატვირთვა ადამიანების, წართმევა თანხების და გადასროლა სხვა ბანკებში იმისთვის, რომ 20 წლის შემდეგ შეპირდე პენსიების ზრდას, ეს არის მორიგი ტყუილი და სრულიად აბსურდული გადაწყვეტილება,“ - აცხადებს სერგო რატიანი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42