”გარემოს დაცვის სამინისტრო არ გაუქმდება. მე ვარ ფრაქციის თავმჯდომარე და ჩემი ინტერესია გარემოს დაცვის სისტემა განვითარდეს. ამ თემაზე გვქონდა საუბარი. ყველაფერი კარგად იქნება და ხვალ პრემიერ-მინისტრი დააფიქსირებს პოზიციას” - განაცხადა გია გაჩეჩილაძემ.
ცნობისათვის, შეხვედრის დაწყებამდე გაჩეჩილაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ თუკი გარემოს დაცვის სამინისტრო გაუქმდება, ის სამთავრობო ცვლილებებს მხარს არ დაუჭერს.
ცნობილი გახდა, რომ გაერთიანდებიან ეკონომიკისა და ენერგეტიკის სამინისტროები.
,,ეს არ არის ტექნიკური ცვლილება, არამედ არის შინაარსობრივი ცვლილებები, რომელიც საინტერესოა, მით უმეტეს, არც ერთ დარგს არაფერი დააკლდება, თუ არ ემატება ხედვის და ორგანიზების დონეზე. ხვალ პრემიერი ჩვენთან შეთანხმებულ პოზიციას დეტალურად წარმოადგენს” - განაცხადა გია ვოლსკიმ.
მასალის გამოყენების პირობები






