არჩევნების მეორე ტური ჯერჯერობით მშვიდად მიმდინარეობს
პოლიტიკა - 11:00, 12 Nov, 2017     834

მერების არჩევნების მეორე ტური ჯერჯერობით მშვიდად მიმდინარეობს.

ქუთაისსა და მარტვილში სახელისუფლებო კანდიდატები უკონკურენტოდ დარჩნენ "ნაციონალური მოძრაობის" მიერ მეორე ტურისთვის გამოცხადებულკი ბოიკოტის გამო. საარჩევნო უბნებზე არ იმყოფებიან „ნაციონალური მოძრაობის“ კომისიის წევრები. ბოიკოტის გამო პარტიამ წარმომადგენელი გაიწვია.

ერთ-ერთი ყველაზე დაძაბული საარჩევნო პროცესი დღეს გურიაში იქნება. ოზურგეთში მეორე ტური „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატ ბეგლარ სიორიძესა და დამოუკიდებელ კანდიდატ კონსტანტინე შარაშენიძეს შორის იმართება. პირველი ტურშ მათ შორის სხვაობა დაახლოებით ერთი პროცენტი იყო.

ამ ეტაპზე საარჩევნო უბნებზე სიმშვიდეა. როგორც ამომრჩეველი ასევე საარჩევნო უბნის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ საარჩევნო პროცესი ხარვეზების გარეშე მიმდინარეობს.

ხაშურის საარჩევნო ოლქში ყველა საარჩევნო უბანი გახსნილია. არჩევნების მეორე ტურში ერთმანეთს „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატი, გიორგი გურასპაშვილი და დამოუკიდებელი კანდიდატი, რამაზ ნოზაძე უპირისპირდებიან.

დამოუკიდებელი კანდიდატი რამაზ ნოზაძე აცხადებს, რომ ამომრჩევლკის საარჩევნო უბანზე მიყვანისთვის, სავარაუდოდ, "ოცნება" სახელისუფლებო რესურსს გამოიყენებს.

ბორჯომში, თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური იმართება. მერობისთვის „ქართული ოცნების“ კანდიდატი ლევან ლიპარტია და „პატრიოტთა ალიანსის“ კანდიდატი ზაზა ჩაჩანიძე იბრძვიან.

ბორჯომში სულ 30 საარჩევნო უბანია გახსნილი, სადაც საარჩევნო პროცესი დაახლოებით 2 საათია რაც დაიწყო. სულ ბორჯომში 26 ათას 529 ამომრჩეველია.

როგორც საოლქო საარჩევნო კომისიაში ამბობენ, ამ დროისთვის არც ერთი საჩივარი არ შესულა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42