თბილისის ბიუჯეტიდან კონტურული რუკების გაფერადებაზე მილიონები დაიხარჯა?!
პოლიტიკა - 14:08, 11 Nov, 2017     1183
თბილისის მერიაში გოჭის ხორცის ჭამისა და დანა-ჩანგლის ჭერის კურსებ-ტრენინგები რომ ტარდებოდა, ვიცოდით, მაგრამ აი, იმის წარმოდგენა კი, რომ სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფული - არც მეტი, არც ნაკლები - კონტურული რუკების გაფერადებაში იხარჯება, ყოველგვარ ფანტაზიას სცილდება, თუმცა ეს ყველაფერი, სამწუხაროდ, რეალობაა და ამ რეალობაში, ქალბატონებო და ბატონებო, ჩვენ, ჯიბეცარიელმა და მშიერმუცელა თბილისლებმა სამ მილიონამდე გადავიხადეთ!


ზოგადად, ამ ქვეყანაში არავის უკვირს, რომ ცალკეული ადამიანები და ჯგუფები ხალხის ხარჯზე იწყობენ ცხოვრებას, მაგრამ ის, რომლის თაობაზე ახლა გიამბობთ, ნამდვილად კოშმარია.

ამ კოშმარის მოკლე, ასე ვთქვათ, ანოტაცია კი ასეთია: ჯერ კიდევ 2014 წლის ადგილობრივი არჩევნების წინ, თბილისის მერობის მაშინდელმა კანდიდატმა, დავით ნარმანიამ დედაქალაქელების წინაშე პირობა დადო, რომ თბილისის გენგეგმას შექმნიდა.

ახლა, ვერ ვიტყვით, რომ ნარმანიას დანაპირების სისრულეში მოყვანაზე არ უზრუნია, მაგრამ თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის შექსაქმნელად გამოცხადებული კონკურსი სერიოზული კანონდარღვევით ჩატარდა და ამის თაობაზე საზოგადოება კარგად არის ინფორმირებული.

მოსახლეობამ ისიც იცის, რომ ორგანიზაცია „სითი-ინსტიტუტ საქართველო“ მას შემდეგ შეიქმნა, რაც კონკურსი გამოცხადდა, თუმცა ამის მიუხედავად, კონკურსში მაინც მან გაიმარჯვა.

აქვე, აღსანიშნავია, რომ გენგემის კონკურსს ისეთი გამოცდილი არქიტექტორები, როგრიც, ვთქვათ, გიგა ბათიაშვილია, ახლოსაც არ გააკარეს, ანუ როგორც ამბობენ, ბატონ გიგას კვალიფიკაცია დაუწუნეს. სამაგიეროდ, „სითი ინსტიტუტი“ მიიჩნია სატენდერო კომისიამ ურბანულ მეტრად და მას თბილისის ბიუჯეტიდან იმისთვის, რომ გენგემის პროექტი შეექმნა, 2 მილიონ 800 ათასი გამოუყო.

„სითი ინსტიტუტს“ დოკუმენტის შექმნისთვის კონკრეტული ვადა ჰქონდა განსაზღვრული, თუმცა ამ ვადაში ვერ ჩაეტია და ე.წ. გენგემის პროექტი სააშკარაოზე მხოლოდ მიმდინარე წლის ზაფხულში გამოიტანა.

„ყველანაირად ცდილობდნენ, რომ მოესწროთ და ეს ე.წ. გენგეგმა წინა მოწვევის საკრებულოს დაემტკიცებინა, მაგრამ მოხდა ის, რაც მოხდა. შესაბამისად, უნდა ითქვას, რომ ნარმანიამ საარჩევნო დანაპირები ვერ შეასრულა და ქალაქის გენგემა ვერ შექმნა, თუმცა აქ ეს კი არა, ის უფრო მთავარია, რომ გენგემასთან დაკავშირებული პერიპეტიებს ფინანსური გარიგებების სუნი ასდის.

ისე, თუ ყურადღება მიაქციეთ, კახა კალაძემ ერთ-ერთ სატელევიზიო ინტერვიუში არ გამორიცხა, რომ მას შემდეგ, რაც თბილისის მერობას ოფიციალურად გადაიბარებს, მერიაში შესაძლოა, აუდიტი ჩაატაროს. ზოგადად, ეს სტანდარტული პროცედურაა, ანუ მერიაში აუდიტი ყოველ წელს ტარდება, მაგრამ კალაძის ნათქვამი პირადად მე, მინიშნებად მივიღე და ამიტომ არ გამოვრიცხავ, რომ იგივე „სითი ინსტიტუტის“ საქმიანობის შესწავლა დადგეს დღის წესრიგში, მით უმეტეს, ითქვა, რომ სხვადასხვა საქმესთან დაკავშირებით გამოკითხვაზე წინა მოწვევის საკრებულოს წევრები უკვე დაიბარეს, - ამბობს ინფორმირებული წყარო, რომელიც აქვე, ბავშვობას იხსენებს და გვეკითხება, - გახსოვთ, ჩვენს ბავშვობაში ე.წ. გასაფერადებლები რომ ოყო? აი, ზუსტად ამ გასაფერადელბეს მაგონებს ის ე.წ. დოკუმენტი, რომელიც „სითი ინსტიტუტ საქართველომ“ შექმნა.“

მაინც, რა ჩაიდინა ასეთი „სითი ინსტიტუტმა“? ამ კითხვაზე წყარო შემდეგნაირად პასუხობს:

„ის დოკუმენტისმაგვარი, რომელსაც „სითი ინსტიტუტმა“ რატომღაც თბილისის მიწათსარგებლობის გენგეგმის პროექტი დაარქვა, როგორც უკვე გითხარით, ჩვეულებრივი კონტურული რუკაა, რომელიც ამ ორგანიზაციის არქიტექტორებმა და ურბანისტებმა, უბრალოდ, გააფერადეს, თუმცა ეს გაფერადება ძალიან სარფიანი საქმე აღმოჩნდა.

ზოგადად, რომელ ე.წ. გენგეგმაზეა საუბარი, როცა „გენგემის“ რუკა დღემდე არ არსებობს და თბილისის არქიტექტორის სამსახურს მხოლოდ რამდენიმე დღეში, კერძოდ, 13-14 ნოემბერს წარუდგენენ. არადა, იგივე არქიტექტურის სამსახურთან გაფორმებულიხ ხელშეკრულების თანახმად, ეს რუკა საჯარო თანხმობის დოკუმენტი უნდა იყოს. აი, სწორედ აქ ჩდება კითხვა - თუ ჯერ თვალით არავის უნახავს, ეს რუკა საჯარო თანხმობის დოკუმენტად როგორ უნდა მივიჩნიოთ?

როგორც ჩანს, ჩვენს ქვეყანაში დემოკრატიის ახალი ფორმა იკიდებს ფეხს, რაც იმას ნიშნავს, რომ საერთო თანხმობის დოკუმენტებს ფარულად, ვიღაცების ფარული გარიგებით იღებენ.“

ეს „ფარული გარიგება“ კი, როგორც კულუარებიდან გამოჟონილები ხმებით ირკვევა, საკმაოდ ძვირი დაუჯდა ამა თუ იმ ჯგუფს. მაგალითად, არსებობს გონივრული ეჭვი, რომ თბილისის ე.წ. გენგეგმისთვის ფერების შერჩევაში ზოგმა ჯგუფმა 35 ათასი გადაიხადა, ზოგმა - 50 ათასი და ზოგმაც - 800 ათასი.

იმ შემთხვევაში, თუ შესაბამისი უწყებები ე.წ. გენგემის პროექტის შექმნის ქრონოლოგიით დაინტერესდებიან, მავანთ პასუხების გაცემა, ალბათ, იმ კითხვაზეც მოუწევთ, თუ რატომ გადაწყვიტეს კონტურული რუკების გენგემად გასაღება.

მანამდე კი, სანამ სამართალდამცავები დუმან, შეგიძლიათ, სარფიან ბიზნეს მიჰყოთ ხელი, ანუ თუ ხატვა-გაფერადება გეხერხებათ, შეგიძლიათ, აიღოთ ნებისმიერი შავ-თეთრი კონტურული რუკა, თქვენთვის სასურველი ფერებით გააფერადოთ და ისე გაასაღოთ, როგორც თბილისის მიწათსარგებლობის გენგემის პროექტი.

იმის იმედი არ გქონდეთ, რომ ამ „გართობაში“ თქვენც 2 მილიონ 800 ათასს ისე გადაგიხდიან, როგორც „სითი ინსტიტუტს“ გადაუხადეს თბილისის ბიუჯეტიდან, მაგრამ ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, როგორც გენგემის შექმნის მსურველი შეიძლება, დედაქალაქის ისტორიაში შეხვიდეთ და ესეც არ იქნება ურიგო საქმე!

ნიკოლოზ მერაბიშვილი





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42