,,ვისაც სურვილი აქვს, შეგიძლიათ პირადად მომწეროთ“ - მომავალი კვირიდან მიწისქვეშა გადასასვლელების მოხატვა დაიწყება
პოლიტიკა - 13:42, 11 Nov, 2017     14231
მომავალი კვირის ბოლოდან, ახალგაზრდების მიერ თბილისში არსებული მიწისქვეშა გადასასვლელების მოხატვა დაიწყება, - ამის შესახებ თბილისის ახლადარჩეულმა მერმა კახა კალაძემ სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“, საკუთარ გვერდზე გავრცელებულ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

დედაქალაქის ახალი მერი გმირთა მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ მიწისქვეშა გადასასვლელში დღეს კიდევ ერთხელ იმყოფებოდა და „თბილსერვის ჯგუფს“ შესრულებული სამუშაოებისთვის მადლობა გადაუხადა.

„რამდენიმე დღის წინ მიწისქვეშა გადასასვლელის მორეცხვითი სამუშაოები და არსებული მდგომარეობის გამოსწორება დავიწყეთ. დღეს სამუშაოები უკვე სრულად დამთავრებულია. ადგილზე დამონტაჟდა ანტივანდალური განათების სისტემები. ერთადერთი, რაც გასაკეთებელი რჩება, ანტივანდალური სათვალთვალო კამერებია, რომლის მონტაჟსაც რამდენიმე დღეში დავიწყებთ. აღნიშნული პროცესი სრულად დაახლოებით, ათი დღის განმავლობაში დასრულდება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, სამუშაოები მაღალ დონეზე შესრულდა. შესაბამისად, აღნიშნულ ტერიტორიაზე, განსაკურებით კი ღამის საათებში, მორიგეობა გაგრძელდება, რათა არსებული მიწისქვეშა გვირაბის ინფრასტრუქტურა არ დაზიანდეს.

რაც შეეხება მიწისქვეშა გვირაბების მოხატვის საკითხს, რომელსაც კახა კალაძის თქმით, ახალგაზრდების მხრიდან დიდი გამოხმაურება მოჰყვა, აღნიშნული პროექტის განხორციელება მომავალი პარასკევიდან, ან შაბათიდან დაიწყება.

„ვიცი, რომ ძალიან ბევრ ახალგაზრდას აქვს სურვილი ჩვენი დედაქალაქის განვითარებაში ჩაერთოს. მომავალი პარასკევი-შაბათიდან, უკვე შეგვიძლია გვირაბის მოხატვა-გალამაზება დავიწყოთ. ვისაც სურვილი აქვს, შეგიძლიათ პირადად მეც მომწეროთ, თქვენი მოსაზრებები ან კომენტარებში დააფიქსიროთ. ჩვენ აუცილებლად დაგიკავშირდებით და ყველას მოგეცემათ შესაძლებლობა, რომ თქვენი წვლილი შეიტანოთ ქალაქის გალამაზებაში. ანალოგიური მიდგომა იქნება ყველა გადასასვლელთან დაკავშირებით. სამუშაო მართლაც ბევრია. რაც მთავარია, ჩვენ ეს ყველაფერი ერთად უნდა გავაკეთოთ“, - აღნიშნა თბილისის ახალმა მერმა.

კახა კალაძე აღნიშნულ მიწისქვეშა გადასასვლელში, „თბილსერვის ჯგუფის“ ხელმძღვანელობასთან ერთად, რამდენიმე დღის წინაც იმყოფებოდა, რა დროსაც მათ გადასასვლელების დასუფთავებისა და მოწესრიგების სამუშაოების დაწყება სთხოვა. „თბილსერვის ჯგუფმა“ გმირთა მოედნის მიწისქვეშა გადასასვლელის დასუფთავება მორეცხვითი სამუშაოებით დაიწყო.

აღნიშნული სამუშაოების ფარგლებში, მიწისქვეშა გადასასვლელის სპეციალური ხსნარით დამუშავდა და ე.წ. კერხერის აპარატით მოირეცხა. პარალელურად, მოეწყო განათების ქსელიც.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42