გიორგი როყვაზე სავარაუდოდ პოლიტიკური ნიშნით განხორციელებული ძალადობა - საია საგამოძიებო ორგანოს მიმართვას
პოლიტიკა - 12:54, 11 Nov, 2017     1096

საია ეხმიანება ოზურგეთის მერობის კანდიდატის წარმომადგენელზე სავარაუდოდ პოლიტიკური ნიშნით განხორციელებულ ძალადობას, „ნიუპოსტი“ განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

„2017 წლის 8 ნოემბერს, ოზურგეთის მერობის დამოუკიდებელი კანდიდატის კონსტანტინე შარაშენიძის შტაბის ხელმძღვანელმა, ირაკლი სირაძემ, პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ოზურგეთის მერობის დამოუკიდებელი კანდიდატის კონსტანტინე შარაშენიძის წარმომადგენლის, გიორგი როყვას მიმართ მუქარა და შანტაჟი განხორციელდა. შტაბის ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ გიორგი როყვას მიმართ მუქარასა და შანტაჟს ახორციელებდა „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატი ბეგლარ სიორიძე. მათ პრესკონფერენციაზე წარმოადგინეს ის სმს შეტყობინებები, რომელსაც გიორგი როყვა უგზავნიდა შტაბის ხელმძღვანელს ირაკლი სირაძეს. სმს შეტყობინებების მიხედვით, გიორგი როყვა ირაკლი სირაძეს წერდა, რომ ბეგი სიორიძე იყო მასთან და მიუგზავნა თავისი მხარდამჭერები. იგი ირაკლი სირაძეს სთხოვდა, რომ ამ უკანასკნელს სიორიძის მხარდამაჭერებისათვის დაედასტურებინა, რომ შეცდომა იყო და გიორგი როყვა კონსტანტინე შარაშენიძის წარმომადგენელი არ ყოფილა. აგრეთვე, სთხოვდა, რომ გაეუქმებინა მისი წარმომადგენლობა, ვინაიდან პრობლემები არ უნდოდა.

გარკვეული პერიოდის განმავლობაში გიორგი როყვასთან დაკავშირება ვერ ხერხდებოდა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ ამ შემთხვევის შესწავლა დაიწყო. ორი დღის შემდგომ იგი ფაქტთან დაკავშირებით შსს გურიის პოლიციის დეპარტამენტში გამოკითხეს.

გამოკითხვის შემდგომ გიორგი როყვამ მედიის წინაშე განაცხადა, რომ მის მიმართ არანაირ ზეწოლა არ ყოფილა და კითხვაზე, მართლა გაუგზავნა თუ არა მან მესიჯები, უპასუხა, რომ არანაირი მესიჯები კონსტანტინე შარაშენიძის შტაბის წარმომადგენლის ირაკლი სირაძისათვის არ გაუგზავნია. ხოლო კითხვა, გაგზავნილია თუ არა სირაძის მიერ გასაჯაროებული მესიჯები მისი ტელეფონიდან, უპასუხოდ დატოვა.

მნიშვნელოვანია, რომ საგამოძიებო ორგანომ გამოძიება აწარმოოს ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად. გამოძიების დროს განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს შესაძლო ძალადობის მუქარით გამოწვეულ ფსიქოლოგიურ გავლენას დაზარალებულზე.

მოვუწოდებთ საგამოძიებო ორგანოებს, მყისიერად დაიწყონ გამოძიება.

საია მზად არის, მისივე სურვილის შემთხვევაში, სამართლებრივი დახმარება გაუწიოს გიორგი როყვას“, - ნათქვამია განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42