საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით საქართველოს მოქმედი პრეზიდენტი კვლავ მმართველი გუნდის თავდასხმის ობიექტია, ამის შესახებ კობახიძემ „პალიტრანიუსის“ პირდაპირ ეთერში ისაუბრა:
„არ უნდა პოზიციონირებდეს როგორც ერთ ისე მეორე მხარეს, ის არ უნდა იყოს არც ხელისუფლებასთან დაკავშირებული, არც ოპოზიციასთან დაკავშირებით. აქ არ არის საუბარი კრიტიკაზე. აქ არის საუბარი, რომ პოლიტიკურად პოზიციონირებს პრეზიდენტი ოპოზიციის მხარეს. ეს არის მოქმედი პრეზიდენტის დღევანდელი პოზიცია, რაც არის არასწორი. ჩვენ ვიცით, რას ნიშნავს არბიტრი, როგორ უნდა მოქმედებდეს არბიტრი. ის უნდა იყოს მიუკერძოებელი და ის უნდა მიანიშნებდეს პრობლემებზე, გადაცდომებზე, როგორც ერთ, ისე მეორე მხარეს. ჩვენ დღეს სხვა ვითარებას ვხედავთ, როდესაც სახელმწიფოს მეთაური არის ცალმხრივი და ის დგას ოპოზიციის მხარეს,“- განაცხადა კობახიძემ.
მასალის გამოყენების პირობები






