„ეს ჩვენი საერთო წარმატებაა“ - პრემიერი ევროკომისიის ანგარიშზე
პოლიტიკა - 18:22, 10 Nov, 2017     1058

2017 წლის 10 ნოემბერს ევროკომისიამ საქართველოს მიერ ასოცირების შეთანხმების შესრულების თაობაზე ანგარიში გამოაქვეყნა, რომელიც მოიცავს პერიოდს 2016 წლის დეკემბრიდან 2017 წლის ბოლომდე. დოკუმენტში შეფასებულია საქართველოს მიერ ასოცირების შესახებ შეთანხმების ფარგლებში რეფორმების განხორციელების კუთხით მიღწეული პროგრესი. ანგარიშის თანახმად 2017 წელს საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობები კიდევ უფრო ინტენსიური გახდა.

ანგარიშს საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი განცხადებით ეხმაურება:

„მინდა ყველას მივულოცო ევროკომისიის მიერ საქართველოს ბოლო ერთი წლის განმავლობაში გაწეული საქმიანობის ძალიან პოზიტიურად შეფასება. 2017 წლის ანგარიშში დეტალურად არის განხილული ყველა ის პროგრესი და ხელშესახები შედეგი, რომელსაც საქართველომ მიაღწია ასოცირების შეთანხმების განხორციელების მიმართულებით.

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ევროკომისია რეგიონში უმთავრეს სტრატეგიულ პარტნიორად საქართველოს მიიჩნევს და თვლის, რომ საქართველომ გატარებული რეფორმებით თავისი პოზიციები კიდევ უფრო გაიმყარა.

პირველ რიგში, ხაზგასასმელია საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისადმი ევროკავშირის მტკიცე მხარდაჭერა.

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დოკუმენტში განსაკუთრებით ხაზგასმულია ფუნდამენტური საკონსტიტუციო რეფორმა, რომელიც პოზიტიურად შეაფასა ვენეციის კომისიამ. ასევე პოზიტიურად არის შეფასებული საქართველოში ჩატარებული ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, ხოლო ჩვენს ქვეყანაში არსებული მედიაგარემო კი, როგორც პლურალისტური და დინამიკური.

ამასთან, დოკუმენტში დადებითად არის შეფასებული საქართველოსა და ევროკავშირს შორის უვიზო მიმოსვლის რეჟიმის შემოღების შემდეგ, უვიზო მიმოსვლის პირველი თვეების შედეგები; საქართველოს ენერგეტიკულ გაერთიანებაში გაწევრიანება; ჯანდაცვის სფეროში გატარებული რეფორმები; ტურიზმის სფეროში მიღწეული შედეგები და საქართველოს მოწინავე პოზიციები საერთაშორისო რეიტინგებში.

ჩვენი ხელისუფლების მიერ გატარებული მთელი რიგი რეფორმების შედეგია ის, რომ ევროკავშირი მნიშვნელოვან ფინანსურ და ექსპერტულ დახმარებას გამოყოფს, რომელიც მოხმარდება საქართველოს მთავრობის რეფორმების გეგმის შესრულებას, რაც სრულ თანხვედრაშია ევროკავშირის დახმარების 2017-2020 წლების ერთიან ჩარჩო-პროგრამასთან.

ჩვენი ქვეყნისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ ევროკავშირი საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი გახდა.

აღსანიშნავია, რომ საქართველო არის უსაფრთხოების, ტერორიზმთან და ტრანსსასაზღვრო დანაშაულთან ბრძოლის სფეროებში ევროკავშირის მნიშვნელოვანი პარტნიორი.

ნიშანდობლივია, რომ ანგარიშის გამოქვეყნება წინ უსწრებს „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ბრიუსელის სამიტს, რომელზეც დარწმუნებულნი ვართ, რომ ევროკავშირთან ასოცირების პროცესში მიღწეული შედეგები ასევე პოზიტიურად შეფასდება.

მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს და ჩვენი ქვეყნის მეგობრებს, რომელთა მხარდაჭერის როლი ძალიან დიდია ამ პროგრესში. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეს ჩვენი საერთო წარმატებაა“, - ნათქვამია პრემიერის განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42