2017 წლის 10 ნოემბერს ევროკომისიამ საქართველოს მიერ ასოცირების შეთანხმების შესრულების თაობაზე ანგარიში გამოაქვეყნა, რომელიც მოიცავს პერიოდს 2016 წლის დეკემბრიდან 2017 წლის ბოლომდე. დოკუმენტში შეფასებულია საქართველოს მიერ ასოცირების შესახებ შეთანხმების ფარგლებში რეფორმების განხორციელების კუთხით მიღწეული პროგრესი. ანგარიშის თანახმად 2017 წელს საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობები კიდევ უფრო ინტენსიური გახდა.
ევროკომისიის ანგარიშში მოხვდა საქართველოში ჩატარებული ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების საკითხიც, სადაც აღნიშნულია, რომ ძირითადად დაცული იყო ფუნდამენტური თავისუფლებები, თუმცა ზოგიერთ საარჩევნო უბანზე გარკვეული უწესრიგობებიც შეინიშნებოდა:
„2017 წლის 21 ოქტომბერს გაიმართა ადგილობრივი არჩევნების პირველი ტური. ეუთო-ს დემოკრატიისა და ადამიანის უფლებათა ოფისის არჩევნების სადამკვირვებლო მისიის წინასწარი ანგარიშის მიხედვით, ძირითადად დაცული იყო ფუნდამენტური თავისუფლებები და კანდიდატებს ჰქონდათ შესაძლებლობა, კამპანიები თავისუფლად ჩაეტარებინათ, თუმცა ზოგიერთ საარჩევნო უბანზე გარკვეული უწესრიგობაც შეინიშნებოდა. არ დამთავრებულა სრული გამოძიება და 2016 წლის (წინა)საარჩევნო ძალადობის შემთხვევებზე რეაგირება“, - ნათქვამია ანგარიშში.
მასალის გამოყენების პირობები






