2017 წლის 10 ნოემბერს ევროკომისიამ საქართველოს მიერ ასოცირების შეთანხმების შესრულების თაობაზე ანგარიში გამოაქვეყნა, რომელიც მოიცავს პერიოდს 2016 წლის დეკემბრიდან 2017 წლის ბოლომდე. დოკუმენტში შეფასებულია საქართველოს მიერ ასოცირების შესახებ შეთანხმების ფარგლებში რეფორმების განხორციელების კუთხით მიღწეული პროგრესი. ანგარიშის თანახმად 2017 წელს საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობები კიდევ უფრო ინტენსიური გახდა.
ანგარიშში საუბარია საქართველოს საკონსტიტუციო რეფორმაზე, სადაც აღნიშნულია, რომ ცვლილებები მიღებულ იქნა ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციების უარყოფითი დამოკიდებულების მიუხედავად, იქვე საუბარია პრეზიდენტის ვეტოზე, რომელიც უმრავლესობამ დასძლია:
„2017 წელს საქართველომ წამოიწყო კონსტიტუციის ფუნდამენტური რეფორმა შერეულიდან საპარლამენტო სისტემაზე გადასასვლელად. რეფორმა, რომელიც ვენეციის კომისიამ მთლიანობაში პოზიტიურად შეაფასა, მიზნად ისახავს ქვეყნის კონსტიტუციური წყობის განმტკიცებას დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და ძირითადი უფლებების დაცვის პრინციპებზე დაყრდნობით. პარლამენტის მიერ 2 ერთობლივი ანგარიში ევროპის განახლებული სამეზობლო პოლიტიკის განხორციელების შესახებ (JOIN(2017) 18 final). 4 მიღებულმა კანონპროექტმა ოპოზიციის მხარდაჭერა ვერ მოიპოვა უმთავრესად უმრავლესობის გადაწყვეტილების გამო, სრულად პროპორციული საარჩევნო სისტემის შემოღება 2024 წლამდე გადადებულიყო. სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციები და ოპოზიცია აცხადებდნენ, რომ პროცესი არ იყო ინკლუზიური და იგი ძალზე ნაჩქარევად წარიმართა. ახალი კონსტიტუციის ახალი დამახასიათებელი ნიშნებია: პრეზიდენტის პირდაპირიდან არაპირდაპირ არჩევნებზე გადასვლა, პარლამენტის მიერ მთავრობისთვის უნდობლობის გამოხატვის გამარტივებული პროცედურა, მედიის თავისუფლების დამატებითი გარანტიები და ქორწინების როგორც მამაკაცისა და ქალის კავშირის განმარტება. პარლამენტმა კონსტიტუცია 2017 წლის 13 ოქტომბერს მიიღო, დაძლია რა პრეზიდენტის ვეტო, მაგრამ ვენეციის კომისიისგან საბოლოო დასკვნის მიღების შემდეგ მასში დამატებითი ცვლილებების შეტანაა მოსალოდნელი“, - ნათქვამია ანგარიშში.
მასალის გამოყენების პირობები






