საქართველოს უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს ტავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ევროკომისიის ანგარიშს აფასებს და აცხადებს, რომ აღნიშნული ანგარიში ადასტურებს იმ ფაქტს, რომ საკონსტიტუციო რეფორმა უზრუნველყოფს ქვეყნის განვითარებას გრძელვადიან პერსპექტივაში:
„სასიხარულოა, რომ პოზიტიური ანგარიში გამოაქვეყნა ევროკომისიამ სხვადასხვა მიმართულებით. აღნიშნულია ის წინსვლა, რომელიც აქვს ჩვენს ქვეყანას, როგორც დემოკრატიული განვითარების, ისე ეკონომიკური განვითარების კუთხით. ჩვენთვის განსაკუთრებით საყურადღებოა, რომ დადებითად შეფასდა საკონსტიტუციო რეფორმა და ხაზი გაესვა, რომ ეს რეფორმა ეფუძნებოდა დემოკრატიულ, სამართლებრივ და ადამიანის უფლებების პატივისცემის სტანდარტებს. ეს მაღალი შეფასება ადასტურებს, რომ ჩვენ ძალიან ხარისხიანი დოკუმენტი შევქმენით, რომელიც უზრუნველყოფს გრძელვადიან პერსპექტივაში ჩვენს დემოკრატიულ განვითარებას”, - განაცხადა კობახიძემ.
ასოცირების შეთანხმების შესრულების თაობაზე ევროკომისიის ანგარიში დღეს გამოქვეყნდა.
მასალის გამოყენების პირობები






