„ევროკავშირი საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია და მაჩვენებლები ამ ტენდენციის გაგრძელებაზე მიუთითებს“- ევროკომისია
პოლიტიკა - 16:11, 10 Nov, 2017     803

ევროკომისიის ანგარიშში საქართველოს მიერ ასოცირების შეთანხმების შესრულების შესახებ შეფასებულია ევროკავშირთან სავაჭრო ურთიერთობების დინამიკა და საქართველოს ეკონომიკური განვითარების ტენდენციები.

დოკუმენტში დადებითად არის შეფასებული საქართველოს მიერ ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულება, მათ შორის ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის კომპონენტის (DCFTA) ჩათვლით. საუბარია განახლებულ 2017-2020 წლების ასოცირების დღის წესრიგზე, რომელიც ნოემბრის თვეში უნდა იქნას მიღებული.

„ევროკავშირის ტექნიკურ რეგულაციებსა და სტანდარტებთან პროგრესული დაახლოების შედეგად, საქართველომ შეძლო სულ უფრო და უფრო გაეზარდა მისი მონაწილეობა საერთაშორისო წარმოების ჯაჭვში. 2016 წელს, ევროკავშირი საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი იყო, მთლიანი ვაჭრობის 30%-იანი წილით (მთლიანი ექსპორტის 27%-იანი და იმპორტის 31%-იანი წილით). 2017 წლის წინასწარი მონაცემები ამ ტენდენციის გაგრძელებაზე მიუთითებს. ამ კონტექსტში, მნიშვნელოვანი ეტაპები იყო საქართველოს დაშვება ადგილწარმოშობის წესების შესახებ პან-ევრო-ხმელთაშუაზღვის კონვენციაზე, ისევე როგორც ევროკავშირის ბაზრის გახსნა საქართველოდან ახალი ცხოველური წარმოშობის პროდუქტებისთვის, როგორიცაა თევზი“-ნათქვამია ანგარიშში.

დოკუმენტში აღნიშნულია რომ ევროკავშირი მომავალშიც გააგრძელებს საქართველოს რეფორმების გეგმის განხორციელების მხარდაჭერას, მათ შორის ფინანსური რესურსებით იმისათვის რომ მოხდეს შეთახმებით განსაზღვრული სარგებლის მაქსიმალური გაზრდა.

ანგარიშში დადებითად არის შეფასებული საქართველოს ეკონომიკური გარემო და აღნიშნულია, რომ მიუხედავად ნეგატიური გარე ფაქტორებისა, მაკროეკონომიკური კლიმატი საქართველოში მდგრადი აღმოჩნდა. დოკუმენტში ხაზგასმულია, ასევე, რომ საქართველო კვლავ მოწინავე პოზიციებზეა საერთაშორისო რეიტინგებში ბიზნეს-გარემოს თვალსაზრისით, რომელიც ხელისუფლების მიერ გატარებული მთელი რიგი რეფორმების შედეგია.

დოკუმენტში ასევე საუბარია სწრაფად მზარდ პროგრესზე ტურიზმის სფეროში და აღნიშნულია, რომ საქართველოში საერთაშორისო ვიზიტორების რიცხვმა 2017 წელს რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია.

ანგარიშის თანახმად, მნიშვნელოვანი პროგრესი იქნა მიღწეული ხარისხის ეროვნული ინფრასტრუქტურის, სახელმწიფო შესყიდვების, საბაჟო, ინტელექტუალური საკუთრების, სანიტარიულ და ფიტოსანიტარიულ სფეროებში. ანგარიშში ყურადღება გამახვილებულია საქართველოს აკრედიტაციის სისტემის ევროკავშირის მიერ აღიარების საკითხზე, ასევე, ინდუსტრიული და სამომხმარებლო პროდუქტების ბაზარზე ზედამხედველობის სისტემის სფეროში დაგეგმილ რეფორმებზე.

ანგარიშში ხაზგასმულია საქართველოს მიერ ჯანდაცვის სფეროში გატარებული რეფორმები, კერძოდ ჯანდაცვის საყოველთაო დაზღვევის, ტუბერკულოზის კონტროლის, C ჰეპატიტის აღმოფხვრის და შიდსის პრევენციისა და კონტროლის მიმართულებებით.

ასოცირების შეთანხმების შესრულების თაობაზე ევროკომისიის ანგარიში 2017 წლის 10 ნოემბერს გამოქვეყნდა. დოკუმენტი მოიცავს პერიოდს 2016 წლის დეკემბრიდან 2017 წლის ბოლომდე და მასში შეფასებულია საქართველოს მიერ ასოცირების შესახებ შეთანხმების ფარგლებში სხვადასხვა მიმართულებით განხორციელებული რეფორმების პროგრესი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42