„საქართველო რეგიონში უმთავრესი სტრატეგიული პარტნიორია“ - ევროკომისია
პოლიტიკა - 15:41, 10 Nov, 2017     1202
2017 წლის 10 ნოემბერს ევროკომისიამ საქართველოს მიერ ასოცირების შეთანხმების შესრულების თაობაზე ანგარიში გამოაქვეყნა, რომელიც მოიცავს პერიოდს 2016 წლის დეკემბრიდან 2017 წლის ბოლომდე. დოკუმენტში შეფასებულია საქართველოს მიერ ასოცირების შესახებ შეთანხმების ფარგლებში რეფორმების განხორციელების კუთხით მიღწეული პროგრესი. ანგარიშის თანახმად 2017 წელს საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობები კიდევ უფრო ინტენსიური გახდა.

ანგარიშის თანახმად, ევროკავშირთან დაახლოების გზაზე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიღწევა ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის რეჟიმის შემოღებაა, რომელიც საქართველოს ხელისუფლების მიერ გახორციელებული ფართომასშტაბიანი რეფორმების შედეგად გახდა შესაძლებელი. მნიშვნელოვანია, რომ ანგარიშში უვიზო მიმოსვლის პირველი თვეების შედეგები წარმატებულად ფასდება.

„ამ მხრივ მნიშვნელოვანი მიღწევაა შენგენის ზონაში მოკლევადიანი ვიზიტების განხორციელებისათვის უვიზო მიმოსვლის რეჟიმი, რომელიც 2017 წლის 28 მარტიდან, ამოქმედდა. ევროკავშირსა და საქართველოს შორის სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის დიალოგი ფართომასშტაბიანი რეფორმების განხორციელების ეფექტური ინსტრუმენტი აღმოჩნდა. 2017 წელს, საქართველომ გააგრძელა მიგრაციის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის განხორციელება, ისევე როგორც მიგრაციის ანალიზის ერთიანი სისტემის დანერგვა“- აღნიშნულია დოკუმენტის შეჯამებით ნაწილში.

დოკუმენტში საქართველოს გაწევრიანება ევროპის ენერგეტიკულ გაერთიანებაში შეფასებულია, როგორც კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი ევროკავშირთან დაახლოების გზაზე.

ევროკომისია საკუთარ ანგარიშში ცალსახად აღნიშნავს, რომ საქართველო ევროკავშირის უმთავრესი სტრატეგიული პარტნიორია რეგიონში. დოკუმენტში ასევე ხაზგასმულია ქართული საზოგადოების მტკიცე მხარდაჭერა ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის მიმართ „მდგრადი რეფორმების ძალისხმევითა და ევროკავშირთან ურთიერთობების შემდგომი განვითარების ამბიციით, საქართველომ გაიმყარა მისი, როგორც უმთავრესი და სტრატეგიული პარტნიორის პოზიცია რეგიონში. ასოცირების შეთანხმებით განმტკიცებული საქართველოს სწრაფვა ევროკავშირთან პოლიტიკური ასოცირებისა და ეკონომიკური ინტეგრაციისკენ, კვლავ სარგებლობს ქართული საზოგადოების ფართო მხარდაჭერით. 2016 წლის ოქტომბრის საკანონმდებლო არჩევნებმა დაადასტურა ქვეყნის ორიენტაცია ევროკავშირთან პოლიტიკური ასოცირებისა და ეკონომიკური ინტეგრაციისაკენ“- ნათქვამია ანგარიშში .

დოკუმენტში ცალსახად ხაზგასმულია ევროკავშირის მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისადმი საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

ანგარიშის შესაბამისად, უსაფრთხოების, ტერორიზმთან და ტრანსასაზღვრო დანაშაულთან ბრძოლის სფეროებში საქართველო ევროკავშირის მნიშვნელოვან პარტნიორად რჩება. ამ კონტექსტში ხაზგასმულია ევროპოლთან სტრატეგიული და ოპერატიული თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების ხელმოწერის მნიშვნელობა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42