„მაშინ არც წესი მოქმედებდა და არც კანონი, რომლის დაცვაც სავალდებულო იქნებოდა, ვფიქრობთ, რომ სახელმწიფო უწყებებთან ერთად, შეძლებისდაგვარად, შევუცვალოთ იერსახე.“- აცხადებს მესტიის მერი კაპიტონ ჟორჟოლიანი.
აღნიშნულ ფაქტს გამოეხმაურა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტო. სააგენტოს წარმომადგენლის, ბექა ბარამიძის ინფორმაციით, შენობის მეპატრონე გარდაცვლილია, ამიტომ მასთან სამართლებრივი დავა ან მოლაპარაკება შეუძლებელია. სააგენტოს მხოლოდ ის ბერკეტი რჩება, რომ მისი გარეგნული იერ-სახე შეცვალოს და მის გარშემო არსებულ შენობებს მიამსგავსოს:
„ყველაზე დიდ უხერხულობას მისი გარეგნობა ქმნის, რადგან საერთო ვიზუალს არღვევს. დემონტაჟის საშუალებას კანონი არ გვაძლევს. მაგრამ ეს შენობა განიხილება, როგორც მესტიის გენერალური გეგმის სივრცითი მოწყობის ერთ-ერთი კომპონენტი. შეიქმნება შესაბამისი პროექტი, თუ როგორ უნდა მოპირკეთდეს გარე ფასადი და როგორ უნდა გადაიხუროს ის. ისე რომ, მომავალში მაქსიმალურად არსებული შენობების იერ-სახეს შეესაბამებოდეს“- განაცხადა ბექა ბარამიძემ.
მასალის გამოყენების პირობები






