როგორც საია-ს მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაშიაა აღნიშნული, არჩევნების დღის შემდგომი პერიოდის საჩივრები ძირითადად საუბნო საარჩევნო კომისიების კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელ ოქმებში მთელ რიგ უზუსტობებს ეხებოდა.
მათივე ინფორმაციით დარღვევები ეხებოდა:
საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენლების მიერ ამომრჩევლების პერსონალური ინფორმაციის დამუშავებას;
კომისიის წევრების მიერ უფლებამოსილების არასათანადოდ განხორციელებასა და წილისყრის პროცედურების დარღვევებს;
კენჭისყრის პროცედურებთან დაკავშირებულ დარღვევებს;
დამკვირვებლის უფლებების შეზღუდვას;
ხმის დათვლასა და კენჭისყრის შედეგების შეჯამებასთან დაკავშირებულ დარღვევებს.
შემაჯამებელი ოქმების არაერთგვაროვანი შევსება;
ხელმოწერებისა და კომისიის ბეჭდების არ არსებობა;
დისბალანსი (ნაკლებობა ან მეტობა);
შესწორების ოქმების კანონმდებლობის დარღვევით შედგენა, რა დროსაც არ ხდებოდა ადმინისტრაციული წარმოების სრულად ჩატარება და საქმესთან დაკავშირებული გარემოებების სრულად გამოკვლევა" - აღნიშნულია საია-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
სრული ვერსია იხილეთ აქ:
მასალის გამოყენების პირობები






