დავით ნარმანიას განცხადებით, 33 საბავშვო ბაღში დამონტაჟდა პანდუსები. მისივე თქმით, ყველა ახალი საბავშვო ბაგა-ბაღი განსაკუთრებული საჭიროების მქონე მოსწავლეებზე იქნება მორგებული.
სკოლამდელი აღზრდის ყველა დაწესებულებაში სრულად არის მოწესრიგებული ხარისხიანი და ჯანსაღი კვების საკითხი. ყველა ბაღისთვის შემუშავდა ერთნაირი მენიუ. მუდმივად მიმდინარეობს კვების პროდუქტების ხარისხის მონიტორინგი. თბილისის ყველა საბავშვო ბაგა-ბაღში დამონტაჟდა ცენტრალური გათბობის სისტემები.
„თბილისის ბაგა-ბაღებში 2000-ზე მეტი ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნა. 2016 წლის თებერვლიდან თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებში დასაქმებულთა ხელფასები 5%-დან 20%-მდე გაიზარდა. ბაღის თანამშრომლებისთვის მუნიციპალური ტრანსპორტი უფასო გახდა“,- განაცხადა თბილისის მერმა დავით ნარმანიამ.
როგორც 2014-2017 წლების საქმიანობის ანგარიშის წარდგენისას აღინიშნა, 2016 წლიდან თბილისის ყველა საბავშვო ბაღს ფსიქოლოგის, ლოგოპედისა და სპეციალური პედაგოგის შტატი დაემატა.
მასალის გამოყენების პირობები






