დავით ნარმანიამ საქმიანობის ანგარიშში პროექტ „ახალი ტფილისის“ შესახებ ისაუბრა
პოლიტიკა - 14:37, 10 Nov, 2017     1075
თბილისის მერმა დავით ნარმანიამ 2014-2017 წლების საქმიანობის ანგარიშის წარდგენისას პროექტ „ახალი ტფილისის“ შესახებ ისაუბრა.

მისი განცხადებით, 2016 წლის პროექტებს შორის უმნიშვნელოვანესია დავით აღმაშენებლის გამზირის, კერძოდ, მარჯანიშვილის მოედნიდან ზაარბრიუკენის მოედნამდე არსებული ტერიტორიის რეაბილიტაცია. მისივე თქმით, პროექტ „ახალი ტფილისის“ მიზანია, თბილისის მდიდარი ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნება, აღდგენა-რესტავრირება და ეკონომიკის სტიმულირება. პროექტი უზრუნველყოფს მტკვრის ორივე სანაპიროზე დიდი ტურისტული მარშრუტის შექმნა-განვითარებას.

როგორც თბილისის მერმა დავით ნარმანიამ აღნიშნა, პროექტ „ახალი ტფილისის“ ფარგლებში დავით აღმაშენებლის გამზირზე პირვანდელი სახით 51 ისტორიული შენობა აღდგა, რომელთა შორის 41 კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია.

პროექტის პირველი ეტაპის ფარგლებში, რეაბილიტაცია ჩაუტარდა ღვინის აღმართზე მდებარე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებს. განხორციელდა ზემო კალის რეაბილიტაცია, რომელიც 20-მდე შენობას და 15-მდე ისტორიულ-კულტურულ მემკვიდრეობის ძეგლს მოიცავს. დასრულდა ლადო გუდიაშვილის სახელობის მოედნის რეაბილიტაცია, რაც ისტორიულ-კულტურული ძეგლების დროებით გამაგრებას, საინჟინრო კომუნიკაციების აღდგენა-რეაბილიტაციას, გზის სავალი ნაწილის მოწესრიგებას და 14 შენობის პროექტირებას ითვალისწინებს. ასევე, დასრულდა ისტორიული ნარიყალას ციხე-სიმაგრის რეაბილიტაციის I ეტაპი. აღდგა და რეაბილიტაცია ჩაუტარდა თუმანიანის მეორე ჩიხი N 3-ში მდებარე შენობას, ასევე, განხორციელდა მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის აღდგენა-რეაბილიტაცია და ოლიმპიადისთვის მომზადება.

„ქალაქს შეემატა 380 მეტრიანი საფეხმავლო ქუჩა, რომელიც გახდა აქტიური საჯარო სივრცე, როგორც ადგილობრივი მოსახლეობისთვის, ასევე, საინტერესო და მიმზიდველი ტურისტებისთვის და საინვესტიციო ჯგუფებისთვის, რაც დედაქალაქისა და ქვეყნის ეკონომიკური მდგრადობის საწინდარია“,- განაცხადა თბილისის მერმა დავით ნარმანიამ.

პროექტ „ახალი ტფილისის“ ფარგლებში, ასევე, განხორციელდა 3 ისტორიული სადარბაზოს აღდგენა-რესტავრაცია, 4 მისამართზე მოეწყო სარეკრეაციო ზონა. რეაბილიტაცია ჩაუტარდა ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ მუზეუმსა და მიხეილ შენგელაიას სახელობის ქართული მედიცინის ისტორიის მუზეუმს.

„ახალი ტფილისის“ I ეტაპის რეაბილიტაციისთვის დედაქალაქის ბიუჯეტიდან 30 მლნ-მდე ლარი დაიხარჯა. პროექტის ფარგლებში კი 1 200 - მდე ადამიანი დასაქმდა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42