"ოზურგეთში, თვითმმართველობის არჩევნების პირველ და მეორე ტურებს შორის პერიოდი პოლიტიკური ნიშნით ზეწოლის ფონზე მიმდინარეობს" - ISFED
პოლიტიკა - 11:38, 10 Nov, 2017     728
სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED) 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნების მეორე ტურის წინასაარჩევნო პერიოდს აფასებს.

ISFED - ში თვლიან, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების პირველ და მეორე ტურებს შორის პერიოდი პოლიტიკური ნიშნით მუქარა-ზეწოლისა და ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების ფონზე მიმდინარეობს ოზურგეთში, რაც ხელს უშლის თანასწორ და თავისუფალ წინასაარჩევნო გარემოს.

"2017 წლის 21 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმარველობის არჩევნების მეორე ტური 12 ნოემბერს ქუთაისის, ოზურგეთის, ბორჯომის, ხაშურის, მარტვილისა და ყაზბეგის ოლქებში გაიმართება. სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება მეორე ტურის წინასაარჩევნო კამპანიის მიმდინარეობას ექვსივე ოლქში გრძელვადიანი დამკვირვებლების მეშვეობით აკვირდებოდა.

დაკვირვების შედეგად გამოიკვეთა, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების პირველ და მეორე ტურებს შორის პერიოდი პოლიტიკური ნიშნით მუქარა-ზეწოლისა და ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების ფონზე მიმდინარეობს ოზურგეთში, რაც ხელს უშლის თანასწორ და თავისუფალ წინასაარჩევნო გარემოს.

ოზურგეთის ოლქში ზეწოლა-მუქარის 4 და ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვის 1 ფაქტი გამოვლინდა. თითქმის ყველა შემთხვევაში ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სხვადასხვა საჯარო მოხელეა ჩართული, რომლებიც „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ მერობის კანდიდატის - ბეგლარ სიორიძის სასარგებლოდ მოქმედებენ. ზოგიერთ შემთხვევაში, „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებელთან საუბრისას, ოზურგეთში მცხოვრები მოქალაქეები ადასტურებენ ზეწოლისა და მოსყიდვის ფაქტებს, თუმცა ითხოვენ ანონიმურობის დაცვას. ოზურგეთის გარდა, პოლიტიკური ნიშნით სამსახურიდან გათავისუფლების მუქარის ერთ ფაქტის შესახებ გახდა ცნობილი ხაშურის ოლქში.

აღნიშნული ფაქტებისა და პირველ ტურზე გამოვლენილი ტენდენციების გათვალისწინებით, „სამართლიანი არჩევნები“ მოუწოდებს ადგილობრივ თვითმმართველობას, პოლიტიკურ პარტიებსა და კანიდატებს - არჩევნების დღეს თავი შეიკავონ ამომრჩევლის მოწყიდვისა თუ ზეწოლისგან, ასევე ნებისმიერი ისეთი ქმედებისგან, რომელიც შესაძლოა აღქმული იქნას ამომრჩევლის ნების კონტროლად, მათ შორის არჩევნებზე მოსული ამომრჩევლების მონაცემების შეგროვებისგან. „სამართლიანი არჩევნები“ ასევე მოუწოდებს საარჩევნო ადმინისტრაციას - უზრუნველყოს ამომრჩევლის პირადი მონაცემების დაცვა და ამომრჩევლის ნების თავისუფალი გამოხატვა"- ნათქვამია განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42