“ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ოზურგეთის საარჩევნო შტაბის განცხადება
პოლიტიკა - 21:38, 09 Nov, 2017     911

ბეგლარ სიორიძის საარჩევნო შტაბის განცხადება:

„მადლობას ვუხდით შინაგან საქმეთა სამინისტროს დროული რეაგირებისთვის, რითაც წერტილი დაესვა კოტე შარაშენიძის შტაბის მიერ წარმოებულ ორდღიან დეზინფორმაციულ კამპანიას. გიორგი როყვა ოზურგეთშია და მისი უფლებები დაცულია.

ახლა უკვე ცხადია, რომ ეს ე.წ. სპექტაკლი კოტე შარაშენიძეს დასჭირდა ერთადერთი მიზნისთვის: როგორმე გადაეფარა „ევროპული საქართველოს“ წევრის, გიორგი როყვას მონაცემების გაყალბებით შეტანა საკუთარ საარჩევნო წარმომადგენელთა სიაში, რის შესახებაც როყვამ თავად მიმართა მედიასაშუალებებს.

შარაშენიძემ იცრუა, როდესაც განაცხადა, რომ როყვა მისი საინიციატივო ჯგუფის წევრი და მხარდამჭერია - სინამდვილეში გიორგი როყვა პარტია „ევროპული საქართველოს“ წევრია და დოკუმენტურად დასტურდება, რომ ადგილობრივ არჩევნებში ის „ევროპული საქართველოს“ კანდიდატი იყო.

შარაშენიძემ ასევე იცრუა, როდესაც გიორგი როყვას გაუჩინარებაზე განცხადებები გააკეთა და აღნიშნული ფაქტი პოლიტიკური სპეკულაციებისთვის გამოიყენა, მაშინ როდესაც გიორგი როყვას ოჯახს პოლიციისთვის არც კი მიუმართავს და ოჯახის წევრები მას გაუჩინარებულად არ მიიჩნევდნენ.

სამწუხაროა, რომ ჩვენი ოპონენტი საკუთარ საარჩევნო კამპანიას შანტაჟსა და დეზინფორმაციაზე აგებს. ჩვენ თავს ვიკავებდით წინასწარი განცხადებების გაკეთებისგან. დღეს უკვე შეგვიძლია მოვუწოდოთ, შესაბამის სამსახურებს და დამკვირვებლებს, დაინტერესდნენ აღნიშნული ფაქტით და პირის თანხმობის გარეშე მონაცემებით მანიპულირებას სათანადო შეფასებები მისცენ“, - ნათქვამია განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42