,,ტრამპის მაგივრად ბიძინა“... "ტრამპთაუერის" ნაცვლად ივანიშვილის „სილქ თაუერი“- ოპოზიცია ექსპრემირს მტაცებელს უწოდებს
პოლიტიკა - 20:54, 09 Nov, 2017     4355
ბათუმში "ტრამპთაუერის" პროექტი აღარ აშენდება, თუმცა იმავე ადგილას მშენებლობას ბათუმში „სილქ როუდ ჯგუფი“ ყოფილი პრემიერის, ბიძინა ივანიშვილის თანაინვესტირების ფონდთან ერთად გააგრძელებს.

როგორც ირკვევა, პროექტთან ამერიკის მოქმედ პრეზიდენტს აღარ ექნება შეხება.

თანაინვესტირების ფონდმა და „სილქ როუდმა“ სახელმწიფოსგან მიწის ნაკვეთების სიმბოლურ ფასად გადმოცემა უკვე მოითხოვეს.

„ნაციონალური მოძრაობის“ ბათუმის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე გიორგი კირთაძე აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილი ნამდვილი მტაცებელი გახდა.

„ერთ დროს ყველასათვის ასეთ ქველმოქმედად ცნობილი ბიძინა ივანიშვილი, გახდა მთავარი მტაცებელი, მათ შორის აჭარაშიც. კარგად გვახსოვს ცათამბრჯენებთან მიმართებაში რა დამოკიდებულება ჰქონდა მაშინდელ ოპოზიციას და დღეს რომ ხელისუფლებაში არიან. "ტრამპთაუერი" უნდა გახსნილიყო ბათუმში და ალბათ, ამის მნიშვნელობა ყველას კარგად უნდა გვესმოდეს რა იყო, რა მიმზიდველს ხდიდა ეს ყველაფერი ამ ქალაქს. ახლა ბიძინა ივანიშვილისთვის არის თურმე მისაღები და ტრამპის მაგივრად ბიძინა იქნება მეწილე,“ - განაცხადა გიორგი კირთაძემ.

ბათუმში „ტრაპმთაუერის“ მშენებლობა 2012 წელს დონალდ ტრამპის საქართველოში ვიზიტისას დაიგეგმა. ტრამპის კომპანიამ საინვესტიციო პროექტი 2016 წელს შეწყვიტა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42