„არ აქვს მნიშვნელობა გვენეტაძის ხელმოწერას, იუსტიციის საბჭომ გადაწყვეტილება ლეგიტიმურად სცნო“ - ნაზი ჯანეზაშვილი
პოლიტიკა - 15:50, 09 Nov, 2017     1336

მიმდინარე წლის 20 ოქტომბერს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე მიღებულ იქნა გადაწყვეტილება 34 მოსამართლის უვადოდ გამწესებასთან დაკავშირებით. აღნიშნული საკითხი კი დღეისათვის საკმაოდ რეზონანსულია. 6 ნოემბრის სხდომა დაძაბულობისა და ხმაურის ფონზე წარიმართა, მოსამართლეთა უვადოდ გამწესების გადაწყვეტილებაზე ხელს არ აწერს საბჭოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძე.

მის მიმართ დაისვა არაერთი კითხვა, რომელიც გულისხმობს პასუხს და მიზეზის დასახელებას, თუ რატომ ამბობს იგი უარს ხელის მოწერაზე. აღსანიშნავია, რომ კანონით დადგენილი არავითარი ვადა არ არსებობს, რომლის ფარგლებშიც გადაწყვეტილებაზე ხელი უნდა მოაწეროს თავმჯდომარემ ან მისმა მოადგილემ. 6 ნოემბრის სხდომაზე კი მიუხედავად ხელმოუწერელი გადაწყვეტილებისა, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უვადოდ გამწესებულ 7 მოსამართლეს თავმჯდომარეობის ვადა 5 წლით გაუხანგრძლივა, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ნაზი ჯანეზაშვილი სწორედ აღნიშნულ გადაწყვეტილებას მიიჩნევს იმ ფაქტად, რომ იუსტიციის საბჭომ 20 ოქტომბერს მიღებული გადაწყვეტილება ლეგიტიმურად სცნო.

„ორგანული კანონის თანახმად, მოსამართლე დანიშნულად მიიჩნევა თუ მას მხარს დაუჭერს საბჭოს წევრთა 2/3, ანუ 10-მა წევრმა უნდა გამოხატოს დადებითი პოზიცია, თანხმობა იმისათვის, რომ ადამიანი დაინიშნოს თანამდებობაზე, ამ შემთხვევაში გადაწყვეტილება მიღებული იყო უვადოდ დანიშვნის შესახებ.

აღნიშნულის შემდეგ, ორგანული კანონის თანახმად, რომელიც არეგულირებს საბჭოს საქმიანობასაც, აღნიშნულია, რომ ამ ტიპის გადაწყვეტილებას ხელს აწერს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, ხოლო მისი არყოფნის შემთხვევაში ხელს აწერს საბჭოს მდივანი, არყოფნად შეიძლება მივიჩნიოთ ის ფაქტი, თუ იგი ოფიციალურად არ იმყოფება სამუშაო ადგილზე, მაგალითად იმყოფება მივლინებაში, ბიულეტენზე, შვებულებაში და ეს არის ოფიციალურად გაფორმებული, ამიტომ აღნიშნულ შემთხვევაში თავმჯდომარის არყოფნა სახეზე არ გვაქვს. ამ შემთხვევაში მდივანი ხელს ვერ მოაწერს, მე ასე ვფიქრობ.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილება უკვე მიღებულია, მოსამართლეების უვადოდ დანიშვნასთან დაკავშირებით, ხელის მოწერა კი არის ფორმალური საკითხი. თუმცა, მოსამართლეს და საბჭოს სჭირდებათ გადაწყვეტილება, რომელსაც ექნება ხელი მოწერილი, მაგრამ საკითხი იმის შესახებ, რომ მოსამართლეების დანიშვნის ლეგიტიმაცია კითხვისნიშნის ქვეშ დადგეს, არ არის. არსებობს კიდევ ერთი არგუმენტი ამასთან მიმართებით.

ორშაბათს, 6 ნოემბერს, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ იმ მოსამართლეთა ნაწილს, რომლებიც უვადოდ დანიშვნის დროს 34 მოსამართლეში არის, გაუგრძელა თავმჯდომარეობის ვადა, ზოგიერთი მოსამართლე სამწლიან გამოსაცდელ ვადაში იმყოფებოდა, როდესაც ისინი თავმჯდომარეებად დაინიშნენ, როდესაც სამწლიან გამოსაცდელ ვადაში იმყოფება კონკრეტული მოსამართლე, ის თანამდებობაზე ინიშნება არაუმეტეს სამი წლისა, ანუ თავისი უფლებამოსილების ვადაში.

6 ნოემბერს სასამართლო სისტემაში თავმჯდომარეებს გაუგრძელდათ უფლებამოსილების ვადა 5 წლით, ეს იმას ნიშნავს, რომ საბჭომ თავისი გადაწყვეტილებით თქვა, რომ ის უვადო დანიშვნა, რომელიც განხორციელდა არის ლეგიტიმური, საბჭო კითხვის ნიშნის ქვეშ არ აყენებს ლეგიტიმურობის საკითხს, ამიტომ მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე, ამ ადამიანებს ორშაბათს გაუხანგრძლივა თავმჯდომარის უფლებამოსილების ვადა“, - აღნიშნავს ჯანეზაშვილი.

მისივე თქმით, არგუმენტი იმასთან დაკავშირებით, რომ გადაწყვეტილება თუ არ იქნება ხელმოწერილი, მოსამართლეებ საქმიანობაში ხელი შეეშლებათ არ არის მისაღები:

„ჩვენ როდესაც ვისმენთ არგუმენტებს, თითქოს ამ მოსამართლეებს ხელი შეიძლება შეეშალოთ საქმიანობაში და ვეღარ გაარძელონ სამოსამართლეო საქმიანობა ამის გამო, არ არის მართებული, ვინაიდან საბჭომ თავისივე გადაწყვეტილებით აღიარა, რომ ის მოსამართლეები, რომლებიც დაინიშნენ უვადოდ, კანონიერი იქნებოდა, რომ მათი უფლებამოსილების ვადა გახანგრძლივებულიყო, რადგან მოსამართლე თავმჯდომარედ ინიშნება 5 წლის ვადით. ანუ ყველა მოსამართლეს, რომელიც ინიშნება 10 წლის ვადით ან უვადოდ, შეუძლია იყოს თავმჯდომარე 5 წლის ვადით.

რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, რომ გადაწყვეტილებას, რომელიც საბჭომ მიიღო, თავმჯდომარემ ხელი მოაწეროს, მაგრამ ეს შეიძლება იყოს მისი დამოკიდებულება, შეიძლება იყოს ტექნიკური შეფერხება ან მისი პასუხი ზოგადად ყველაფერთან მიმართებით, არ ვიცით რატომ არ აწერს ნინო გვენეტაძე ხელს, მაგრამ კანონით დადგენილი ვადები არ არსებობს, ამიტომ ვერც ვიტყვით, რომ დაირღვა, თუმცა ხელს თუ არ მოაწერს არ ნიშნავს იმას, რომ ვინმე დანიშნულად არ ჩაითვლება.

20 ოქტომბერს მოხდა სამი წლის ვადით დანიშნული მოსამართლეების უვადოდ გამწესება, აქედან 7 მოსამართლე იმყოფებოდა სხვადასხვა სასამართლოში თავმჯდომარედ და პალატის თავმჯდომარედ, რომლებსაც 6 ნოემბერს მიღებული გადაწყვეტილებით უფლებამოსილების ადა გაუხანგრძლივდათ. საბჭომ როდესაც საკითხი წამოაყენა, არგუმენტად აღნიშნეს, რომ ვინაიდან 20 ოქტომბრიდან ისინი უვადოდ არიან დანიშნული კანონით დადგენილი ასაკის მიღწევამდე, აუცილებელია განხორციელდეს მათი თავმჯდომარეობის აქტებში ცვლილების შეტანა და გაუხანგრძლივდეთ უფლებამოსილების ვადა“, - განმარტავს ჯანეზაშვილი.

აღსანიშნავია, რომ 6 ნოემბრის იუსტიციის საბჭოს სხდომაზე კენჭის ყრაში მონაწილეობა არ მიიღო თავად ნაზი ჯანეზაშვილმა, აღნიშნულის მიზეზს ჯანეზაშვილი „ნიუპოსტთან საუბრისას“ ხსნის:

„კენჭისყრაში მონაწილეობა იმიტომ არ მივიღე, რომ პროცესს ჰქონდა ხარვეზები. ეს ჩემი პოზიცია იყო, მხარი არ დამიჭერია არავისთვის და არც უარი მითქვამს, უბრალოდ კენჭისყრას გამოვეთიშე მთლიანად, რადგან პრობლემები ახლდა ამ პროცესს, ჩემი შეფასების დოკუმენტები გახდა საჯარო და ეს იყო სერიოზული ხარვეზი და კანონდარღვევა, ამიტომ გამოვეთიშე. თუმცა, 2/3-მა მიიღო დადებითი გადაწყვეტილება და ეს მოსამართლეები მიიჩნევიან დანიშნულებად“, - განმარტავს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42